ოთხდღიანი პროტესტი სოფელ დიაკონიძეებში

გრძელდება საპროტესტო აქციები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიაკონიძეებში. მოსახლეობის მოთხოვნა ისევ უცვლელია - ისინი გვირაბების მშენებლობის შეჩერებასა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

ადგილობრივების თხოვნით, გეოლოგები ეროზიულ კერებს განმეორებით სწავლობენ. აქციის მონაწილეებს ენერგეტიკის სამინისტროსა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები შეხვდებიან.

Your browser doesn’t support HTML5

რეპორტაჟი ბათუმიდან