ომის მოგონებების მუზეუმი
Your browser doesn’t support HTML5
8 აგვისტოს ერგნეთელი ლია ჩლაჩიძის თაოსნობით, მისსავე სახლში, გაიხსნა მუზეუმი, რომელშიც გამოფენილია ომის შედეგად დარჩენილი ნივთები: ტყვიები, კასეტური ბომბის ნამსხვრევები, დამწვარი თოჯინები და ფოტოები. ომის შემდეგ ეს ნივთები სხვადასხვა სახლში მოაგროვეს. მუზეუმის დამაარსებლის თქმით, ეს ადგილი ემსახურება მშვიდობას, და არა კონფლიქტის გაღვივებას. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად მრავალ სოფელში დაინგრა სახლები, დაიღუპა 400-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი.