ოლიმპიელთა ფიცი რიოსთვის
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებმა 23 ივლისს თბილისის ოლიმპიურ პარკში ოლიმპიური ფიცი დადეს. ფიცის დადების ცერემონიალზე ნაკრების წევრებს სააღლუმო ფორმა ეცვათ. სააღლუმო ფორმის დიზაინის ავტორია კომპანია "სამოსელი პირველი". ქართველი სპორტსმენები რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე 26 ივლისს მიემგზავრებიან და ისინი სპორტის 13 სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას.