დღეს, 15 მაისს, საქართველოს პარლამენტმა განაგრძო პირველი მოსმენით განხილვა კანონპროექტისა, რომელიც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შესვლის დეკრიმინალიზაციის მიზნით, ცვლილებებს ერთდროულად სამ კანონში ითვალისწინებს. ცვლილებები, რომლებიც ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში”, ”საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა” და ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის, საპარლამენტო უმცირესობის მკვეთრ კრიტიკას იწვევს. რა გავლენას იქონიებს სეპარატისტულ რეგიონებში უკანონო შესვლის ნაწილობრივი დეკრიმინალიზაცია ქვეყნის სუვერენიტეტზე და რამდენად გამართლებულია მისი ამოქმედება? ამ და ამ რიგის სხვა საკითხებზე დისკუსია პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შესვლის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 2 მაისს დაიწყო, მაგრამ, პროცედურულ საკითხებზე ცხარე დაპირისპირების შედეგად, მაშინ კანონპროექტის პირველი მოსმენის დასრულება ვერ მოხერხდა და განხილვა 15 მაისის სხდომაზე უმრავლესობის წევრთა მოხსენებებით გაგრძელდა. პირველი მომხსენებლის, გიორგი ვოლსკის გამოსვლის პათოსი იყო იმის შეხსენება, რომ საქართველო 2008 წელს, პარტნიორების არაერთგზისი გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთთან ომის პროვოკაციას წამოეგო და ამით უდანაშაულო ადამიანები დაზარალდნენ. მათ შორის, გია ვოლსკის თანახმად, არიან ისინიც, ვინც სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შესვლის გამო მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში:
”ლაპარაკია ბევრ ადამიანზე, რომლებსაც ცხოვრება დაენგრათ ელემენტარულად, ვინაიდან სისხლის სამართლის დამნაშავეები გახდნენ, მაშინ როდესაც აბსოლუტურად დასაშვებია, რომ ადამიანებმა ეს გადაცდომა ჩაიდინეს აბსოლუტურად უნებურად”.
ეგრეთ წოდებული უნებური გადაცდომებისადმი კანონის ჰუმანური, ლიბერალური მიდგომა და ამ ერთგვარი სამშვიდობო მექანიზმის რეინტეგრაციის პროცესში გამოყენებაა, თავის მხრივ, მთავრობის ინიციატივის არსი. კერძოდ, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, პირველ ჯერზე 400 ლარით დაჯარიმდება. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა კი ამავე პირის მიმართ იმ შემთხვევაში დადგება, თუ ასეთ ქმედებას იგი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგაც ჩაიდენს. კანონის თანახმად, სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უცხოელი მოქალაქეების რუსეთის მხრიდან შესვლა უკანონოა. შესაბამისად, კანონიერია ადმინისტრაციული საზღვრის ზუგდიდისა და გორის რეგიონიდან გადაკვეთა. გარდა ამისა, კანონით განისაზღვრება, რომ აკრძალული მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის სპეციალურ თანხმობას საქართველოს მთავრობა გასცემს. ასეთი თანხმობა კი, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება გაცემულ იქნეს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლამდე, ისე შესვლის შემდეგ.
საქართველოს პარლამენტის წინაშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შესვლის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტი 15 მაისის სხდომაზე რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა წარადგინა. სხდომაზე მას არაერთხელ მოუხდა იმის განმარტება, რომ ადამიანის დამნაშავედ აღიარება სახელმწიფოსთვის თვითმიზანი არ უნდა იყოს, მით უფრო მაშინ, როდესაც საუბარია უცხოელებზე, რომლებმაც საქართველოს კანონები არ იციან.
”კანონი არის მექანიზმი, რომ ჩვენ ასეთ რთულ ვითარებაში დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, დავიცვათ ძირითადი პრინციპები და ეს პრინციპები ისევე არის კანონში გათვალისწინებული, როგორც იყო ადრე. ჩვენ ვსაუბრობთ სანქციის მოდიფიცირებაზე. რაც შეეხება განსხვავებულ რეჟიმებს, სამწუხაროდ, დღეს პრაქტიკაში ერთგვაროვანი კონტროლი ჩვენს სახელმწიფო საზღვარზე ვერ ხორციელდება. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ჩვენ გვაქვს”, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის თანახმად კი, მოცემულობა, რომელიც გვაქვს, არის ის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ცალკეული რეგულაციების შეცვლა ცალსახად პოლიტიკური საკითხია და დათმობაა რუსეთის მოთხოვნების მიმართ. დეპუტატმა გივი თარგამაძემ ეს მოსაზრება შემდეგნაირად გამოხატა:
”არავინ არ უნდა ითანამშრომლოს ომის გამოძიების ჯგუფთან, ვინაიდან ეს იქნება თანამშრომლობა პუტინთან, ჩვენი ქვეყნის მტერთან. არავინ არ უნდა მისცეს ხმა ცვლილებებს დეოკუპაციის კანონში, ვინაიდან ეს იქნება თანამშრომლობა პუტინთან, ჩვენი ქვეყნის მტერთან. არავინ არ უნდა დაეთანხმოს პრემიერს იმ მოსაზრებაში, რომ საქართველო ამზადებდა ტერორისტებს - ეს იქნება თანამშრომლობა პუტინთან, ჩვენი ქვეყნის მტერთან. არავინ არ უნდა დაეთანხმოს პრემიერს იმ მოსაზრებაში, რომ დღევანდელი სერბეთისა და კოსოვოს ურთიერთობა არის ჩვენთვის სამაგალითო - ეს იქნება ისევ თანამშრომლობა პუტინთან, ჩვენი ქვეყნის მტერთან”.
სერბეთისა და კოსოვოს ურთიერთობა საპარლამენტო სხდომაზე კიდევ არაერთხელ გაჟღერდა. დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა სწორედ ამ კონტექსტში დასვა შეკითხვა: სეპარატისტულ რეგიონებში უკანონო შესვლის ნაწილობრივი დეკრიმინალიზაცია ხომ არ გაუადვილებს საქართველოს მიერ წარმოებულ არაღიარების პოლიტიკასთან ბრძოლას რუსულ დიპლომატიას?
”საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 700 მილიონიან აუდიტორიას - ევროპის ტელემაყურებელს - გუშინ განუცხადა, რომ სერბიის მოქმედება კოსოვოსთან მიმართებაში შეიძლება და არის საქართველოსთვის კარგი მაგალითი. საუბარი შეეხებოდა კონკრეტულ ხელშეკრულებას. ამ მიმართულებით სიარული იქნება თუ არა რუსული დიპლომატიისთვის სერიოზული არგუმენტი მესამე ქვეყნებთან ურთიერთობაში, რომ საქართველომ მოახდინა აკრძალული მხრიდან შესვლის დეკრიმინალიზაცია?“
შეკითხვები კანონპროექტის გარშემო პარლამენტის სხდომათა დარბაზში მრავლად დაისვა. აქტიურობდნენ ძირითადად საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები. მათ აქტიურობასთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ კითხვები მხოლოდ კითხვებისთვის, დროის გაყვანის მიზნით ისმებოდა:
”ყველა არგუმენტი უკვე გამოთქმულია და ერთი და იგივეს გამეორება უკვე, მართლაც, სულ სხვა რამეს ემსგავსება, იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად აშკარად ჩანს, რომ ეს კითხვების დასმა და ეს პროცედურული ომი მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - არა ამ საკითხზე არსებით დავას და კონკრეტულ კონცეპტუალურ საკითხებზე მსჯელობას, არამედ დროის გაყვანას. მე პირდაპირ გეუბნებით, რომ დასვით, კი, ბატონო, კითხვები, მაგრამ ამ კითხვებს მე პასუხს ამის გამო არ გავცემ”.
ეკა ბესელიას მიმართ უმცირესობის წევრებმა, მართლაც, დასვეს უპასუხო კითხვები; დაადასტურეს ისიც, რომ დროის ხელოვნურად გაყვანის ტაქტიკა ემსახურება იმას, რომ უმრავლესობის ცალკეულმა წევრებმა მაინც გადაიფიქრონ კანონპროექტისთვის მხარის დაჭერა. კანონპროექტს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შესვლის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას შეეხება და რომელსაც დეპუტატები 15 მაისს მთელი დღის განმავლობაში განიხილავდნენ პირველი მოსმენით, პარლამენტი, სავარაუდოდ, 16 მაისს უყრის კენჭს.

კანონი არის მექანიზმი, რომ ჩვენ ასეთ რთულ ვითარებაში დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, დავიცვათ ძირითადი პრინციპები და ეს პრინციპები ისევე არის კანონში გათვალისწინებული, როგორც იყო ადრე...ქეთევან ციხელაშვილი