საჩვენებელი წვრთნები ვაზიანის ბაზაზე

Your browser doesn’t support HTML5

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ოფიციალურად გაიხსნა საქართველო-აშშ-ის სწავლება „ღირსეული პარტნიორი.“ მასში მონაწილეობს 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი სამხედრო.  თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთობლივი წვრთნა საქართველოში მეორედ იმართება. ჩატარდა საჰაერო და სახმელეთო საჩვენებელი წვრთნები. „ღირსეული პარტნიორის“ გახსნის ოფიციალური ცერემონია სწავლებაში ჩართული ამერიკული ტექნიკის M1A2 ტიპის ტანკებითა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მსვლელობით დასრულდა.