11 მაისს თბილისთან ახლოს, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე სტარტი აიღო ქართულ-ამერიკულმა სწავლებამ - „ღირსეული პარტნიორი 2016“.
ამ სახელწოდების სამხედრო წვრთნა უკვე მეორედ ტარდება საქართველოში, სადაც ამ ღონისძიებისათვის უკვე მოიყარა თავი დიდძალმა სამხედრო ტექნიკამ და 1400-მდე ამერიკელმა, ქართველმა და ბრიტანელმა ჯარისკაცმა. ისინი ორი კვირის განმავლობაში, სწავლების სცენარით გათვალისწინებულ, ათამდე სასერტიფიკატო ეპიზოდში წაივარჯიშებენ. თუ რა დატვირთვა აქვს ამ წვრთნებს და რით განსხვავდება მიმდინარე „ღირსეული პარტნიორი“ შარშანდელისაგან - ამის თაობაზე ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული დაგეგმარების დეპარტამენტის (J-3-ის) უფროსი.