აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენა 2009“-ის ხელმძღვანელს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის მითვისებაში ედება ბრალი. თანხით, რომლის მითვისებასაც ირაკლი ცეცხლაძეს ედავებიან, ქობულეთში ნაგავსაყრელი უნდა აშენებულიყო. უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი მედეა ვასაძე, სამართალდამცავებს მიმართავს, აღნიშნულ საქმეში, ცეცხლაძის გარდა, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კავშირებით დაინტერესდნენ. სოფელ ცეცხლაურის მოსახლეობა კი შიშობს, რომ მომხდარის გამო კუთვნილ კომპენსაციას ვეღარ აიღებენ.
Your browser doesn’t support HTML5