4 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, სამართალმცოდნე ლუკა კოდუა, რომელიც საუბრობდა ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს, რომლებიც „პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას და რელიგიური სიწმინდეებისა და საკულტო ნაგებობების წაბილწვაზე“ საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს. ცვლილებებს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. კომიტეტებში განხილვების პარალელურად მსჯელობენ საზოგადოების წევრებიც, რომლებიც მოსალოდნელ კანონპროექტს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად განიხილავენ. რა ტიპის საზოგადოებებში ჩნდება მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ინიციატივები, რამდენად არის დღევანდელ მოქმედ კანონმდებლობაში აუცილებლობა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზების საჭიროება, ვის უფლებებს დაიცავს და ვის შეუზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას კანონი ამოქმედების შემდეგ - სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობდით სტუმართან ერთად.