მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი პოლიტიკურად გაკოტრდა და ლოგიკურად ასრულებს თავის კარიერას უკრაინაში, სადაც ის მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, დაუპირისპირდა. “ნაციონალურ მოძრაობაში” კი დარწმუნებულნი არიან, რომ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა და რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა საეჭვოდ დაემთხვა პეტრო პოროშენკოს ვიზიტს საქართველოში.
Your browser doesn’t support HTML5
„გაკოტრებული პოლიტიკოსი“ - ასე მოიხსენია მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წევრმა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომლის თქმითაც, უკრაინის პრეზიდენტმა და სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა გადაწყვეტილება საქართველოდან დამატებითი დოკუმენტაციის გაგზავნის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღეს:
„მე რამდენადაც ვიცი, ამ ეტაპზე რამე ახალი მტკიცებულება არ ყოფილა. უკრაინის კანონმდებლობას მე არ ვიცნობ კარგად, არ ვიცი, რა პროცედურები იყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მოქმედებდნენ თავიანთი კანონების შესაბამისად. მიხეილ სააკაშვილი როგორც ჯერ კიდევ 2007 წელს იყო საქართველოში გაკოტრებული პოლიტიკოსი, ისევეა უკრაინაშიც და ამას მიხვდა ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხი, რომელიც მისგან კარგს არაფერს არ უნდა ელოდეს“.
ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა რუსი ოლიგარქის მხრიდან საქართველოში და ასევე ოლიგარქის მხრიდან მისი პოლიტიკური დევნა ხორციელდება უკრაინაში...ლევან ბეჟაშვილი
თუმცა ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებულნი არიან, რომ უკრაინელი ხალხი არაფერ შუაშია და რომ მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რომელსაც სააკაშვილი და მისი ოპოზიციური პარტია კორუფციაში ამხელდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, საქართველოს შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა უკრაინაშიც დაიწყო.
„ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა ხორციელდებოდა რუსი ოლიგარქის მხრიდან საქართველოში და ასევე ოლიგარქის მხრიდან მისი პოლიტიკური დევნა ხორციელდება უკრაინაში, იმიტომ რომ მეთოდები ოლიგარქიული ბრძოლისა ყველა იმ პოლიტიკოსისა და, განსაკუთრებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინაში ებრძოდა კორუფციას, იბრძოდა დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ღირებულებების თვალსაზრისით, სწორედ ერთნაირი სქემით მიმდინარეობს და ამ საკითხის აქტუალიზაცია და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდა საქართველოში მისი შეხვედრების შემდეგ ივანიშვილთან და „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აქაც ლოგიკური ჯაჭვი ნათელია და აქ კითხვებიც საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის არ ჩნდება“, უთხრა ლევან ბეჟაშვილმა რადიო თავისუფლებას.
Your browser doesn’t support HTML5
საინტერესოა, რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე. რადიო თაივსუფლებამ თბილისის ქუჩებში მცირე გამოკითხვა ჩაატარა:
ჯამბულ ხვედელიძე: „სააკაშვილი იძახოდა, რომ უნდა ჩამოვიდე საქართველოშიო. ახლა ჩამოსვლა არ გამოვა, ალბათ ჩამოყვანა უფრო გამოვა. ამ პროცესზე დაკვირვებიდან ჩანს, რომ ტყუილად არ ჩამოსულა საქართველოში პეტრო პოროშენკო. ერთადერთი, რაც გადაწყდა, სააკაშვილის საკითხია“.
თავის დროზე სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, თუმცა სამართლებრივად ეს, ალბათ, გამართლებული იყო, მაგრამ აშკარა იყო, რომ როგორც პოლიტიკური დევნილი, ისე შეიფარეს...ზვიად აბაშიძე
გოჩა გოგუაძე: „პიროვნულად მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა“.
გრიგოლ კობახიძე: „დარწმუნებული ვარ, რომ მიიჩნიეს კონკურენტად უკრაინის პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ. რაც საქართველოში გააკეთა, დაახლოებით, მის გაკეთებას ცდილობდა უკრაინაშიც და ამიტომ მიიჩნიეს კონკურენტად და ჩამოართვეს მოქალაქეობა“.
მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტას, ისევე როგორც წლების წინ მისთვის მოქალაქეობის მინიჭებას, პოლიტიკური მიზანშეწონილობით ხსნის პოლიტოლოგი ზვიად აბაშიძე, რომლის თქმითაც, მოცემულ შემთხვევაში საკითხის სამართლებრივი მხარე მეორეხარისხოვანია:
„თავის დროზე სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, თუმცა სამართლებრივად ეს, ალბათ, გამართლებული იყო, მაგრამ აშკარა იყო, რომ როგორც პოლიტიკური დევნილი, ისე შეიფარეს. შემდეგ ის დაუპირისპირდა ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტას და მოხდა განხეთქილება, მიიღეს გადაწყვეტილება, დაეკარგა უკრაინის მოქალაქეობა. ის ზედმეტი აღმოჩნდა უკრაინული პოლიტიკური ელიტისთვის, იმიტომ რომ სანამ პოროშენკო ჩამოვიდოდა და შემდეგაც სააკაშვილმა საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გააკეთა პოროშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით და იქ აშკარად ჩანდა, რომ რაღაც მზადდებოდა და, მართლაც, ყველაფერი დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა“.
მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე კომენტარი გააკეთა პრეზიდენმა გიორგი მარგველაშვილმაც:
„მე არ მაქვს ინფორმაცია, რა პროცედურებს მიმართა უკრაინის მთავრობამ სააკაშვილის შემთხვევაში. არც ვიცნობ ამ ქვეყნის კანონმდებლობას, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, საკუთარი სამართლებრივი მიზეზებით ხელმძღვანელობდა. ეს ის შემთხვევაა, რაზეც მე წლების წინ ვსაუბრობდი, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი უკრანის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი იყო. მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ დაუშვებელია უკრაინის მაღალი რანგის სახელისუფლებო პირების საქართველოს პოლიტიკაში ჩართულობა. ვფიქრობ, უკრაინა და საქართველო, როგორც სტრატეგიული პარტნიორები, უნდა მოერიდონ ერთმანეთის აქტიურ და ღია კრიტიკას. ამიტომაც არ ვაპირებ კომენტარი გავაკეთო უკრაინის მთავრობის შიდა პოლიტიკაზე მისი მოქალაქეების მიმართ“.
იურისტი ლევან ალაფიშვილი კი მიიჩნევს, რომ უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია გაეროს მფარველობისა და შესაბამისი სტატუსის მოთხოვნა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ სააკაშვილი ამის გაკეთებას არ აპირებს. ალაფიშვილის თქმით, საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის მოქალაქეობის გარეშე დარჩენა გამოწვევაა როგორც საერთაშორისო სამართლისთვის, ასევე საქართველოსა და უკრაინისთვის.
„რეალურად მიხეილ სააკაშვილი ორივე სახელმწიფოში ის პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც ესე ადვილად არ შეიძლება სტატუსი შეუწყდეს ან შეუჩერდეს. სიტუაციას ამძიმებს ის, რომ ეს გადაწყვეტილება დაემთხვა მის ყოფნას აშშ-ში. ყველასთვის ცნობილია აშშ-ის ზრუნვა და პრიორიტეტი ადამიანის უფლებებისა. ასე რომ, ჩემი ვარაუდით, საკმაოდ რთული პრობლემები ელის საქართველოსა და უკრაინას“, უთხრა ლევან ალაფიშვილმა რადიო თავისუფლებას,