2014 წლის ბიუჯეტი, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, მიმდინარე წლის ბიუჯეტს დაახლოებით 300 მილიონი ლარით აღემატება. ეს მაშინ, როდესაც 2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლით ნაწილს დაახლოებით 700 მილიონი ლარი დააკლდა. მიუხედავად ამისა, მთავრობა მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი და სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა სახელფასო თანხების გაზრდაც კი გადაწყვიტა.
2014 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფო მოხელეთა ხელფასების 137 მილიონი ლარით გაზრდასთან ერთად გათვალისწინებულია ბიუროკრატთა რაოდენობის მატებაც. ასევე იზრდება თითქმის ყველა სამინისტროს დაფინანსება და ადგილობრივი ორგანოების ტრანსფერები, გარდა თბილისის თვითმმართველობისა. მთავრობა გაზრდილი ბიუჯეტის შესრულებას მშპ-ის 5 პროცენტიანი ზრდის პროგნოზის საფუძველზე და, ჯამურად, ერთ-ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ვალის აღების ხარჯზე აპირებს. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ახალი ვალის აღება წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული ვალდებულებების გასასტუმრებლად სჭირდება:
“მიმდინარე და მომავალ წელს მილიარდი დოლარი ვალი გვაქვს გადასახდელი საქართველოს მთავრობას. ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ეს ვალი სხვა შემოსავლებიდან გადავიხადოთ“.
”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” წარმომადგენლის ირინა გურულის აზრით, ვალის აღება საგანგაშო არ არის, თუ ის ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება:
”თუ ეს მიიმართება სოციალური დანახარჯების დასაფინანსებლად, რა თქმა უნდა, უარყოფითია. მიგვაჩნია, რომ საგადასახადო შემოსავლებით უნდა ხდებოდეს სოციალური ვალდებულებების დაფინანსება და არა ვალით. თუ ეს მიიმართება გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად და ეკონომიკის სტიმულირებისთვის, როგორც სახელმწიფოს ფისკალური ინსტრუმენტი, მაშინ ეს მისასალმებელია”.
საპარლამენტო ოპოზიცია ”ნაციონალური მოძრაობა” ვარაუდობს, რომ მთავრობა ნასესხები თანხით სოციალური ვალდებულებების გასტუმრებას შეუდგება. სწორედ ამიტომ, ყოფილი მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მომავალი წლის ბიუჯეტს აკრიტიკებს:
”სახელმწიფო იღებს მაღალპროცენტიან შიდა ვალს და, ჯამურად, იღებს მილიარდ 600 მილიონ ვალს, რომ დააფინანსოს ვალდებულებები, რომლებიც არ არის ეკონომიკურ ზრდაზე მიმართული, არამედ არის, მაგალითისთვის, ბიუროკრატიის ხელფასების ზრდაზე მიმართული”.
ეს განცხადება საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზის გარეთ გააკეთა, რადგან ”ნაციონალურმა მოძრაობამ”, პროტესტის ნიშნად, ჯერ კიდევ ბიუჯეტის განხილვის დაწყებამდე დატოვა პარლამენტის სესია. ამ ნაბიჯის მიზეზი კი ის ინციდენტი გახდა, რომელიც უმრავლესობის წარმომადგენლის სოსო ჯაჭვლიანის მიერ სხვა თემაზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა შედეგად.
საპარლამენტო უმცირესობის გარეშე ჩატარებულ სხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტი ცხარე კამათის გარეშე დამტკიცდა. მას ხმა მისცა 86-მა დეპუტატმა. მათ შორის იყო სოსო ჯაჭვლიანიც, რომელმაც ტელეკომპანია ”მაესტროს” პირდაპირ ეთერში შემდეგნაირად განმარტა მომავალი წლის საბიუჯეტო პრიორიტეტები:
”მთავარი არის, რა თქმა უნდა, სოციალური საკითხები, მთავარი არის დაზღვევა და უამრავი რაღაცა. ყველაფერი პრიორიტეტულია, საერთოდ. მაგრამ ძირითადად მაინც ადამიანებზე არის ორიენტირებული“.
სოციალური საკითხების პრიორიტეტულობაზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც:
”ბიუჯეტი, როგორც აღინიშნა, არის ორიენტირებული იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რომლის წინაშეც საქართველოა. ეს პრიორიტეტებია: ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, სოფლის მეურნეობა. გარდა ამისა, ბიუჯეტი გააგრძელებს სერიოზულ ინვესტირებას საქართველოს ინფრასტრუქტურაში”.
ფინანსთა მინისტრის ამგვარი განცხადების ნაკლებად სჯერა საპარლამენტო ოპოზიციას. ჯერ კიდევ სამიოდე კვირის წინ, საქართველოს ახალი მთავრობის დამტკიცებისას, ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც მთავრობის ოპტიმიზმის არარეალურობაზე მეტყველებს:
”ჩვენ არ დაგიჭერთ მხარს რამდენიმე მიზეზის გამო, ერთი, იმიტომ რომ ამ დროისთვის სამჯერ არის შემცირებული საქართველოს ეკონომიკის ზრდა, ერთ მილიარდამდე გაქვთ დაახლოებით გარღვეული ბიუჯეტი. მომავალი წლის ბიუჯეტი გექნებათ 100 პროცენტით გარღვეული. ახლაც გარანტიას გაძლევთ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი გაგერღვევათ”.
მომავალ წელს ბიუჯეტის შესრულების მთავარ საფრთხედ ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპი სახელდება, რაც 2013 წლის პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და მთავრობის ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა. სწორედ ამიტომ მთავრობას ცხადი ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებას ურჩევენ ეკონომიკის ექსპერტები, მათ შორის, ირინა გურულიც:
”2013 წელს იყო პოლიტიკური გაურკვევლობის წელი, თუმცა 2014 წელსაც ბიზნესისთვის და ინვესტორებისთვის არ იყოს ნათელი სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, თუ საით მიდის ის. ჩვენი რეკომენდაცია იქნება უფრო მკვეთრი სიგნალები გამოუშვას სახელმწიფომ, თუ რას გეგმავს საგადასახდო თუ რეგულაციების კუთხით”.
მთავრობას ცხადი ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებენ სხვა ეკონომისტებიც. მათი ნაწილი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტას საბიუჯეტო ხარჯების შემცირებასა და ეკონომიკის შემდგომ ლიბერალიზაციაში ხედავს.
2014 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფო მოხელეთა ხელფასების 137 მილიონი ლარით გაზრდასთან ერთად გათვალისწინებულია ბიუროკრატთა რაოდენობის მატებაც. ასევე იზრდება თითქმის ყველა სამინისტროს დაფინანსება და ადგილობრივი ორგანოების ტრანსფერები, გარდა თბილისის თვითმმართველობისა. მთავრობა გაზრდილი ბიუჯეტის შესრულებას მშპ-ის 5 პროცენტიანი ზრდის პროგნოზის საფუძველზე და, ჯამურად, ერთ-ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ვალის აღების ხარჯზე აპირებს. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ახალი ვალის აღება წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული ვალდებულებების გასასტუმრებლად სჭირდება:
”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” წარმომადგენლის ირინა გურულის აზრით, ვალის აღება საგანგაშო არ არის, თუ ის ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება:
”თუ ეს მიიმართება სოციალური დანახარჯების დასაფინანსებლად, რა თქმა უნდა, უარყოფითია. მიგვაჩნია, რომ საგადასახადო შემოსავლებით უნდა ხდებოდეს სოციალური ვალდებულებების დაფინანსება და არა ვალით. თუ ეს მიიმართება გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად და ეკონომიკის სტიმულირებისთვის, როგორც სახელმწიფოს ფისკალური ინსტრუმენტი, მაშინ ეს მისასალმებელია”.
საპარლამენტო ოპოზიცია ”ნაციონალური მოძრაობა” ვარაუდობს, რომ მთავრობა ნასესხები თანხით სოციალური ვალდებულებების გასტუმრებას შეუდგება. სწორედ ამიტომ, ყოფილი მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მომავალი წლის ბიუჯეტს აკრიტიკებს:
”სახელმწიფო იღებს მაღალპროცენტიან შიდა ვალს და, ჯამურად, იღებს მილიარდ 600 მილიონ ვალს, რომ დააფინანსოს ვალდებულებები, რომლებიც არ არის ეკონომიკურ ზრდაზე მიმართული, არამედ არის, მაგალითისთვის, ბიუროკრატიის ხელფასების ზრდაზე მიმართული”.
2013 წელს იყო პოლიტიკური გაურკვევლობის წელი, თუმცა 2014 წელსაც ბიზნესისთვის და ინვესტორებისთვის არ იყოს ნათელი სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, თუ საით მიდის ის. ჩვენი რეკომენდაცია იქნება უფრო მკვეთრი სიგნალები გამოუშვას სახელმწიფომ...ირინა გურული