მოსკოვის გამზირზე უსახლკარო ადამიანთა გამოსაზამთრებლად საქართველოს მთავრობის ინიციატივით დადგმულ ოთხ კარავში ხალხის რიცხვი მატულობს. კარვებში სულ 80 ადამიანის ადგილია. იქ მისვლა ყველას შეუძლია, ვინც ღამეს ქუჩაში ათევს. მიუსაფარი ადამიანები დროებით თავშესაფარში ან პოლიციას მიჰყავს, ან თავისი ფეხით მიდიან. კარვები შეშის ღუმელებით თბება. გაყვანილია ელექტროენერგია და დგას საწოლები. უწყებათშორის კომისიაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში დამატებით კარავსაც დადგამენ, თუმცა, დღეის მონაცემებით, თავისუფალი ადგილების დეფიციტი არ არის. პირველი ბინადრები აქ კარვების დადგმისთანავე, 11 დეკემბრის ღამით, მივიდნენ.
სერგო კაკაბაძე პატრულის ეკიპაჟმა საბურთალოზე იპოვა. სანახევროდ გაყინულს, სკამზე ეძინა. პატრულის თანამშრომლებს მან უთხრა, რომ ეკლესიისათვის აპირებდა თავის შეფარებას, მაგრამ როდესაც თავშესაფრის შესახებ უთხრეს, უყოყმანოდ დათანხმდა და მოსკოვის გამზირზე წამოჰყვა. ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული კარვების წინ საპატრულო ავტომობილის მანქანა ჩერდება. უკანა კარი იღება და ჯერ სერგოს ფეხები გამოჩნდება. თოვს, სერგოს კი სახლის ფლოსტები აცვია. სიარული უჭირს. პატრულის თანამშრომლებს საბარგულიდან ყავარჯნები გადმოაქვთ და სერგოს აწვდიან. მის გვარს და სახელს იწერენ და რეგისტრაციის ადგილს ამოწმებენ. სერგო თითქმის არ ლაპარაკობს. ნელი, ძალიან ნელი ნაბიჯით უახლოვდება კარავს და შიგნით შედის. კარავში 12 საწოლი დგას, მატრასებით. ყველა საწოლზე დევს თითო ბალიში და თბილი პლედი. კარვის შუაგულში ღუმელი ანთია. გარშემო დაჩეხილი შეშა აწყვია. სერგო ახლა მისთვის მიჩენილ საწოლზე ზის და ხმადაბლა რამდენიმე შეკითხვაზე გვპასუხობს. ლაპარაკს გათბობა და ძილი ურჩევნია.
სერგოს კარავში აბო ხვდება. აბო აქ დილით მოიყვანეს, ამიტომ თავს უკვე შინაურულად გრძნობს. აბო ხან ტირის, ხან იცინის. თავშესაფრამდე ისიც პატრულმა მოიყვანა. აბო გათბა, მაგრამ ორი დღეა პური არ უჭამია და ახლა იმედი აქვს, რომ გამოკვებავენ კიდეც.
„მე „აფრიკიდან“ მოვედი. იქ ქუჩაში ვცხოვრობდი.მოვიდა კეთილი ხალხი და მითხრა, აბო, შენ კარგი ბიჭი ხარ, გვეცოდები, სახლმმართველობაში რამდენი წელი მუშაობდი, ქუჩაში როგორ დარჩიო. მიწაზე ვიწექი და შევეცოდე ხალხს და დღეს აქ მომიყვანეს პატრულის ბიჭებმა. კი გამიკვირდა, ისე“.
აბო რვა წელია ქუჩაში ცხოვრობს. თავად უკვირს, რომ აქამდე ცოცხალი გადარჩა, მაგრამ ამბობს, რომ ეს კეთილი ხალხის დამსახურებაა. კეთილი ადამიანები არსებობენო, გვეუბნება აბო.
„კარგად ვცხოვრობდი და მერე უცებ ყველაფერი აირია. მიკვირს, კიდევ აქამდე ცოცხალი რომ ვარ. მაგრამ იცი, რამდენი კეთილი ხალხი არსებობს ამ ქვეყანაზე? მაჭმევდნენ, მეხმარებოდნენ... შარშანაც თოვლი მეყარა ზედ და უბნის ბიჭები მოდიოდნენ და ნიჩბებით გადამთოვლავდნენ ხოლმე, არ გაიყინოს, არ მოკვდესო“.
კარვების გვერდით ვაგონები დგას. ერთში საპირფარეშოა, მეორეში მედპუნქტი მოეწყობა. იქვეა ერთი დიდი კარავიც, სადაც სასადილო მოეწყობა. ჯერჯერობით ექიმები ვაგონების წინ სასწრაფო დახმარების მანქანაში სხედან. ეს სოფელ ქურთის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების ბრიგადაა. კარვებში მიყვანილი უსახლკაროები ექიმებმა უკვე გასინჯეს. ექიმი თამარ გობეჯიშვილი გვეუბნება, რომ ჯერჯერობით ყველას მდგომარეობა ნორმალურია. სამედიცინო ბრიგადას 24-საათიანი მორიგეობა მოუწევს:
„გუშინ დავიწყეთ მორიგეობა. არ არის მარტივი საქმე, მაგრამ არა მგონია გაგვიჭირდეს, უფრო რთული ამბებიც გადაგვიტანია. ჩვენ ცხინვალიდან ვართ და უარესიც გვინახავს. აქ უყურადღებოდ მიტოვებული, გადაციებული პაციენტები გვეყოლება, ალბათ. ჯერჯერობით ყველა ნორმალურადაა“.
სვეტა და მისი შვილი მარჯანიშვილის ქუჩიდან გზას გამთენიას დაადგნენ და აქამდე ფეხით მოვიდნენ, რადგან გზის ფული არ ჰქონდათ. სვეტა სანიტრად მუშაობდა, სახლიც ჰქონდა და სამსახურიც, მაგრამ ერთ დღეს ვალების გამო ყველაფერი ერთად დაკარგა. ამას შვილის ავადმყოფობაც დაერთო, საავადმყოფოების, ექიმების ხარჯები. ბოლოს ლილოს დასახლებაში ცხოვრობდა და ის სახლიც ვალებში გაუყიდეს. მას შემდეგ, როგორც თავად ამბობს, შვილთან ერთად ქუჩაში ცხოვრობს. აქამდე ბაღებს აფარებდნენ თავს. როცა აცივდა, მშენებარე შენობებში ძვრებოდნენ. კარვების დადგმის შესახებ რუსულ ეკლესიაში ერთმა ქალმა უთხრა და მოსკოვის გამზირისაკენ გამოეშურა. წინა დღით ნატრობდა თურმე:
„ვნატრობდი, ნეტა ანთებულ ღუმელთან დამსვა-მეთქი და ამიხდა. ნეტა ასე ამიხდეს სხვა ყველაფერიც“...
წელს სვეტა და მისი შვილი აქ გამოიზამთრებენ. ზაფხულში ქუჩაში ღამის გათევა უფრო ადვილია, მაგრამ როდემდე გაგრძელდება უსახლკარო ცხოვრება, სვეტამ ეს არ იცის. ამბობს, რომ მერიაში, დახმარების მისაღებად მისულს, ბინის დაქირავება ურჩიეს. ბინის ქირის ფული რომ მქონდეს, ქუჩაში ხომ არ გავათევდიო.
კარვებში ამ ეტაპზე 80 ადამიანის სამყოფი ადგილია. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას განცხადებით, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, პრობლემა აღარ არსებობს. ზუსტდება ბოლო დეტალები საკვების თაობაზე. 12 დეკემბერს, მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიის შეხვედრის წინ, დავით ნარმანიამ მედიას განუცხადა, რომ სოციალური ქსელის საშუალებით თუ სატელეფონო ზარებით მიუსაფართა დახმარების სურვილი უკვე არაერთმა ადამიანმა გამოხატა. ამოქმედდა ცხელი ხაზიც, რომლის ნომერია 2 51 07 74.
მოქალაქეებს შეუძლიათ მიუსაფართათვის განკუთვნილი დახმარება საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიიტანონ მისამართზე: ყაზბეგის გამზირი # 12. კარავში თავშეფარებული ადამიანების დახმარების მოსურნეებს საკვები, თბილი ტანსაცმელი თუ სხვა საჭირო ნივთები შეუძლიათ უსახლკაროებს ადგილზეც მიაწოდონ.
სერგო კაკაბაძე პატრულის ეკიპაჟმა საბურთალოზე იპოვა. სანახევროდ გაყინულს, სკამზე ეძინა. პატრულის თანამშრომლებს მან უთხრა, რომ ეკლესიისათვის აპირებდა თავის შეფარებას, მაგრამ როდესაც თავშესაფრის შესახებ უთხრეს, უყოყმანოდ დათანხმდა და მოსკოვის გამზირზე წამოჰყვა. ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული კარვების წინ საპატრულო ავტომობილის მანქანა ჩერდება. უკანა კარი იღება და ჯერ სერგოს ფეხები გამოჩნდება. თოვს, სერგოს კი სახლის ფლოსტები აცვია. სიარული უჭირს. პატრულის თანამშრომლებს საბარგულიდან ყავარჯნები გადმოაქვთ და სერგოს აწვდიან. მის გვარს და სახელს იწერენ და რეგისტრაციის ადგილს ამოწმებენ. სერგო თითქმის არ ლაპარაკობს. ნელი, ძალიან ნელი ნაბიჯით უახლოვდება კარავს და შიგნით შედის. კარავში 12 საწოლი დგას, მატრასებით. ყველა საწოლზე დევს თითო ბალიში და თბილი პლედი. კარვის შუაგულში ღუმელი ანთია. გარშემო დაჩეხილი შეშა აწყვია. სერგო ახლა მისთვის მიჩენილ საწოლზე ზის და ხმადაბლა რამდენიმე შეკითხვაზე გვპასუხობს. ლაპარაკს გათბობა და ძილი ურჩევნია.
სერგოს კარავში აბო ხვდება. აბო აქ დილით მოიყვანეს, ამიტომ თავს უკვე შინაურულად გრძნობს. აბო ხან ტირის, ხან იცინის. თავშესაფრამდე ისიც პატრულმა მოიყვანა. აბო გათბა, მაგრამ ორი დღეა პური არ უჭამია და ახლა იმედი აქვს, რომ გამოკვებავენ კიდეც.
„მე „აფრიკიდან“ მოვედი. იქ ქუჩაში ვცხოვრობდი.მოვიდა კეთილი ხალხი და მითხრა, აბო, შენ კარგი ბიჭი ხარ, გვეცოდები, სახლმმართველობაში რამდენი წელი მუშაობდი, ქუჩაში როგორ დარჩიო. მიწაზე ვიწექი და შევეცოდე ხალხს და დღეს აქ მომიყვანეს პატრულის ბიჭებმა. კი გამიკვირდა, ისე“.
აბო რვა წელია ქუჩაში ცხოვრობს. თავად უკვირს, რომ აქამდე ცოცხალი გადარჩა, მაგრამ ამბობს, რომ ეს კეთილი ხალხის დამსახურებაა. კეთილი ადამიანები არსებობენო, გვეუბნება აბო.
Your browser doesn’t support HTML5
„კარგად ვცხოვრობდი და მერე უცებ ყველაფერი აირია. მიკვირს, კიდევ აქამდე ცოცხალი რომ ვარ. მაგრამ იცი, რამდენი კეთილი ხალხი არსებობს ამ ქვეყანაზე? მაჭმევდნენ, მეხმარებოდნენ... შარშანაც თოვლი მეყარა ზედ და უბნის ბიჭები მოდიოდნენ და ნიჩბებით გადამთოვლავდნენ ხოლმე, არ გაიყინოს, არ მოკვდესო“.
გუშინ დავიწყეთ მორიგეობა. არ არის მარტივი საქმე, მაგრამ არა მგონია გაგვიჭირდეს, უფრო რთული ამბებიც გადაგვიტანია. ჩვენ ცხინვალიდან ვართ და უარესიც გვინახავს...თამარ გობეჯიშვილი