თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე, მოეწყო ოთხი კარავი, რომელშიც 80 ადამიანის დაბინავება შეიძლება. კარვები უსახლკაროებისთვის არის განკუთვნილი და შეშის ღუმლებით თბება. თავშესაფარი რამდენიმე სამთავრობო უწყების ორგანიზებით მოეწყო. ეს უწყებები უსახლკაროებს საკვებითაც უზრუნველყოფენ.