მიწის უფასო რეგისტრაცია ერთ წელს გაგრძელდება

1 აგვისტოდან მიწის რეგისტრაცია საქართველოში უფასო გახდა. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ცვლილებები იმ სიძნელეების აღმოფხვრამ განაპირობა, რომელსაც მიწის ნაკვეთების დაკანონების დროს მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. ჯავახეთში 5 აგვისტოს ვიზიტად მყოფმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ.

Your browser doesn’t support HTML5

მიწის უფასო რეგისტრაცია ერთ წელს გაგრძელდება

ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო მოქალაქეს საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში დაეხმარება. საარქივო საბუთების მოკვლევაში თავად საჯარო რეესტრიც ჩაერთვება. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ზვიად გორგოძის, განმარტებით, იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც იზრდება, რომელთა საფუძველზეც მიწის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება.

მიწების პრივატიზაცია ქვეყნის მასშტაბით 2010-12 წლებში აქტიურად მიმდინარეობდა, რის გამოც მაშინ მოსახლეობამ საკმაოდ დიდი ფართობის დარეგისტრირება მოახდინა, – განმარტავს სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის უფროსი. გურამ ჯინჭველაძე იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ახალი ინიციატივით რეალურად 2 წლის წინ გართულებული პროცედურები ხელახლა გამარტივდა.

ახალციხეში გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ჯერ ადგილობრივი ხელისუფლებისა და საჯარო რეესტრისთვის არ მიუმართავს, თუმცა აპირებს. მიწის უფასო რეგისტრაციის პროცესი ერთ წელიწადს გაგრძელდება.