მიწის რეგისტრაციის ახალი წესი ძალაშია

1 აგვისტოდან საქართველოში მიწის რეგისტრაციის წესი გამარტივდა - სიახლე, იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მიწის რეგისტრაციის მხრივ არსებულმა ვითარებამ განაპირობა.

კერძოდ, დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25 პროცენტია რეგისტრირებული. ახალი წესის ამოქმედების უმთავრესი მიზანი კი პრობლემის მოგვარებაა, მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივებისა და მოსახლეობის წახალისების გზით. ამ თემაზე მოისმინეთ სიუჟეტები ქუთაისიდან, ახალციხიდან, რუსთავიდან და ლაგოდეხიდან.