სულ ცოტა ხნის წინ მიხა ხელაშვილის ლექსების სრული კრებული გამოვიდა, 400-ზე მეტი გვერდისგან შემდგარი სქელტანიანი ტომი, სადაც ასევე შესულია დოკუმენტური მასალა და მოგონებები. წიგნის გამოცემის იდეის ავტორები იოსებ ოხანაშვილი და ალექსანდრე შანიძე არიან, შემდგენელი ვანო ბერიძიაშვილია, მასვე ეკუთვნის ვრცელი წინასიტყვაობა, რედაქტორი კი ტრისტან მახაური გახლავთ, მკვლევარი, რომელიც მოვიწვიე მიხა ხელაშვილზე სასაუბროდ.
ამ წიგნს რამდენიმე წინამორბედი ჰყავს. თავდაპირველად, 1989 და 1993 წლებში, ედიშერ გიორგაძემ გამოსცა მიხა ხელაშვილის ლექსები – ორივე ეს წიგნი 40-50 გვერდს ითვლიდა. შემდეგ, 2006 და 2010 წლებში, გიგი ხორნაულმა გამოსცა გაცილებით ვრცელი კრებულები. მახსოვს ვახუშტი კოტეტიშვილის და ალექსი ჭინჭარაულის მიერ შედგენილი მშვენიერი კრებული „კლდის ფხაზე თეთრო ყვავილო...“, სადაც იოსებ ბაიაშვილის, ივანე წიკლაურის და სხვათა ლექსებისგან შემდგარი ანთოლოგია სწორედ მიხა ხელაშვილის თოთხმეტი ლექსით იხსნება. გასულ წელს „ინტელექტმა“ 100 ლექსის სერიაშიც დაბეჭდა მიხა ხელაშვილი, ხოლო წიგნს, რომელზეც დღეს ვისაუბრებ, ჰქვია „სიტყვა, ლექსებად ნაქარგი“ და იგი, ალბათ, მიხა ხელაშვილის ყველაზე სრული და ყველაზე მრავალფეროვანი მასალით გამდიდრებული კრებულია.
მიხა ხელაშვილი 1900 წელს დაიბადა - ზოგიერთი მონაცემებით, ცოტათი უფრო ადრე. დაიბადა უკანა ფშავის შესანიშნავ სოფელ ახადში. წერა-კითხვას იქვე, თამარღელეს სალოცავში სწავლობდა, სადაც ბერად ილარიონი იყო დაყუდებული, სწორედ ის ილარიონი, რომელსაც ვაჟა-ფშაველაც ახსენებს თავის ეთნოგრაფიულ ჩანაწერებში. შემდეგ მცხეთის სასულიერო სასწავლებელშიც გაატარა რამდენიმე წელი მიხა ხელაშვილმა, იყო მედავითნე და დიაკვანი ბარისახოში. 1920 წელს ფშავში დაბრუნდა, ჩარგალში, 1921 წლიდან მოყოლებული კი, ტყეში გავიდა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება - იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის აქტიური წევრი.
ქაქუცას მიხა ხელაშვილი ადრეც იცნობდა. გიორგი მაზნიაშვილის ერთი მოგონებიდან ჩანს, რომ ჯერ კიდევ 1917 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ხევსურეთში ჩასულ შალვა ქარუმიძეს და ქაქუცა ჩოლოყაშვილს იქაურები შეუკრებიათ და გაუწვრთნიათ. მიხა ხელაშვილის დის მოგონებების მიხედვით, მათ რიცხვში იყო მიხა ხელაშვილიც. მოვუსმინოთ ტრისტან მახაურს:
„1922 წელს, როცა ქაქუცა ჩოლოყაშვილი აწყობს ფშავ-ხევსურეთის აჯანყებას, ის უკვე იცნობს მიხა ხელაშვილს. ეს მიხა ხელაშვილის დის, პელაგიას მოგონებიდან ჩანს, რომელიც ჩაიწერა თსუ-ს აწ გარდაცვლილმა თანამშრომელმა, გიორგი ჯაფარიძემ. პელაგია ეუბნება გიორგი ჯაფარიძეს, რომ ზაფხულში ჩვენ ყანას ვმკიდითო ახადშიო და მოვიდა კაცი ქაქუცასაგან გამოგზავნილიო და გვითხრა, წამოდითო, წამოდითო... მართლაც, სუყველანი წამოვედითო, ჩარგალში ჩამოვედითო. იქ იყო მიხა ხელაშვილის დის ქმარი, მღვდელი თევდორე ჟამიაშვილი. ჩარგალში ჩაატარეს წირვა და მერე წამოვიდა მიხა ხელაშვილი და მაღაროსკარის ბრძოლაში შეუერთდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს. ასე რომ, შემთხვევით არაფერი არ ხდება, ქაქუცა შემთხვევით კაცს არ წაიყვანდა და თავის რაზმში არ გააწევრიანებდა“.
ამ პერიოდიდან მოყოლებული, მიხა ხელაშვილი გამუდმებით იცვლიდა ადგილს - იგი ხან ალავერდშია, ხანაც ხაშმში. მისი ლექსების მინაწერებში არაერთხელ შეხვდებით უჯარმას, ლაგოდეხს, გარეჯს:
„გავწირე ფშავის ხეობა, შავძმავდი კახეთელებსა,
უჯარმის ვენახებშია მალიმალ ჩამახველებსა.
გვერდსა მყავ ჩოლოყაშვილი, გავყურებთ გაშლილ ველებსა,
მოველით კახის ბიჭებსა, ჩუმს მასპინძლებსა ჩვენებსა.
ბევრი აქვს პური და ღვინო ვენახში ოფლისმღვრელებსა.
მოგვართმენ კალათებითა თორნის პურებსა ბრტყელებსა.
მაჭრით პირგადალესილებს ხელადეებსა სველებსა,
– მიირთვი, ჩოლოყაშვილო! – პატიჯით შეაჯერესა“.
„ქაქუცა როცა წავიდა საზრვარგარეთ, მიხა არ გაჰყვა, თუმცა შეთავაზება იყო ქაქუცას მხრიდან. მიხა დარჩა სამშობლოში. მას ჰყავდა ცოლი და პატარა გოგონა, მაგრამ თავის სახლში ვერ მიდიოდა, იმიტომ რომ დასდევდნენ დასაჭერად და მოსაკლავად. და ერთხელაც მიხას უთქვამს, დაუბარებია თავისი ცოლისთვის, რომ შვილი გამოიყვანე, ნახნავში დასვიო და მე დურბინდით შევხედავ, როგორი ბავშვი გვყავსო. და მართლაც, გაიყვანა ბავშვი, დასვა ნახნავში, ცოტა ხანს მიატოვა, უყურა ტყიდან მამამ დურბინდით და როცა გული იჯერა, წავიდა და დაიმალა, ისევ დაიკარგა“.
მიხა ხელაშვილი მისმა მეგობრებმა მოკლეს - ლევან გარსევანიშვილმა, ლუკა მარცვალაშვილმა და ვახტანგ რაზიკაშვილმა. ისინი მოისყიდეს და ერთხელ, 1925 წლის იანვარში, როდესაც მიხა ჩარგალში სტუმრობდა, შეასრულეს კიდეც ჩანაფიქრი. ჯერ ვახტანგ რაზიკაშვილის ბიძაშვილის სახლში უქეიფიათ, შემდეგ კი მიხა ლუკა მარცვალაშვილის საბძელში წამოსულა დასაძინებლად (მეორე დღეს იგი პანკისის ხეობაში გადასვლას აპირებდა, სადაც ლევან ხავაზურაშვილი ელოდებოდა). მიხა ძილში მოკლეს:
„როცა ლუკა მარცვალაშვილმა დაუმიზნა თოფი, აუკანკალდა ხელი და ვერ ესროლა, ლევან გარსევანიშვილმა გამოსტაცა, მოიცა, მე ვესვრიო და დაახალა პირდაპირ თავში და ასე მოკლა მიხა ხელაშვილი და მისი ქალიშვილი ამბობდა, თივა იყო ესე ჩაბღუჯული ხელებშიო. როცა მოხვდა ტყვია უცებ, ესღა მოასწრო, თივა ჩაბღუჯა... იმას პირდაპირ ვერ მოკლავდნენ, თუ არა ფარულად, მალულად“.
მიხა ხელაშვილის ლექსების თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია - ძირითადად პატრიოტული და სატრფიალო ლექსებია, თუმცა ელეგიური ჟანრის მელანქოლიურ ნათქვამებსაც არაერთხელ შეხვდებით:
„მიხას ლექსები ვრცელდებოდა ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში. ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, პატივს სცემდნენ, უყვარდათ, მის პოეზიასაც აფასებდნენ და, როგორც ჩანს, ეს გადადიოდა ხელიდან ხელში. მიხას ჰქონდა ერთი აბგა, რომელშიც ინახავდა თავის ხელნაწერ ლექსებს. თან დაატარებდა ამ აბგას, შეფიცულთა რაზმშიც, ყველგან, სადაც მიდიოდა... მაგრამ, ეტყობა, ხელიდან ხელში გადადიოდა, იწერებოდა და კომუნისტების პერიოდში უკვე ეს ლექსები ვრცელდებოდა ხალხურ ვარიანტებად. ჩემს ბავშვობაში ძალიან ბევრმა იცოდა - ფშაველმაც, ხევსურმაც, თუშმაც, ვისაც კი მიხა ხელაშვილის სახელი გაეგონა. ზოგმა იცოდა ეს ლექსები, მაგრამ არ იცოდა, ვინ იყო ნამდვილი ავტორი. თაობიდან თაობაში ისე გადადიოდა, როგორც ხალხური სიტყვიერების ნიმუშები“.
აი, მისი ერთ-ერთი ადრეული ლექსი, 17 წლის ბიჭის მიერ გამოთქმული:
„კაცი სულმუდამ ლაღია, აროდის მაიწყინებსა,
რაც უნდა საქმე შეემთხვას, სუყველას დაითმინებსა.
მუდამ სჭამს პურსა, წყალსაც სომს და ძილსაც დაიძინებსა,
მხოლოდ სადარდო ნიშნადა ხანდახან დაიქშინებსა,
ბოლოს სულ დაავიწყდება, ლამაზად მაილხინებსა,
მალე დაუსომს თითებსა თავის ჩონგურის სიმებსა“.