თბილისის მეტროს 23-ე სადგური ექნება

Your browser doesn’t support HTML5

დასასრულს უახლოვდება სამშენებლო სამუშაოები თბილისის მეტროპოლიტენის ახალ, 23-ე სადგურზე. მშენებელთა თქმით, ტესტირება დაგეგმილია მაისისთვის, რის შემდეგაც მეტროს სადგური „უნივერსიტეტი“ დედაქალაქის სატრანსპორტო სამსახურს გადაეცემა. სადგურის მშენებლობა 31-წლიანი „შესვენების“ შემდეგ, 2015 წელს განაახლა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა. ფონდის მესვეურთა განცხადებით, პირველ მგზავრებს „უნივერსიტეტი“, სავარაუდოდ, სექტემბერში, სასწავლო წლის დასაწყისისთვის მიიღებს (ავტორები: ნინო თარხნიშვილი, გიორგი გოგუა).