აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ჩატარდა

ბათუმი

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის გარდა, 30 ოქტომბერს აჭარაში ჩატარდა უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურიც.

წინასწარი შედეგებით, რეგიონის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა დაამარცხეს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები. ორივე ტურის შედეგებით, აჭარის 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ ექნება 14 მანდატი,„ნაციონალურ მოძრაობას“ – ხუთი და თითო-თითო მანდატი – „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიულ მოძრაობასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციები, ძირითადად, პროცედურულ დარღვევებზე მიუთითებენ.

Your browser doesn’t support HTML5

აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ჩატარდა