კვირა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრით დაიწყო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის გასწვრივ არსებულ მიწის ნაკვეთებზე განაღმვითი სამუშაოები დაიწყება. ბოლო პერიოდში ახალგორის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი ნაღმი ამოქმედდა, რამაც მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლი გამოიწვია. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე შეთანხმება უპრობლემოდ მოხერხდა. შეხვედრის მსვლელობისას ოსურმა მხარემ ერგნეთის ბაზრობის აღდგენის შესაძლებლობაზე ისაუბრა. დელეგაციის ხელმძღვანელის მერაბ ჩიგოევის აზრით, თავის დროზე ბაზრობის დახურვა დიდი სისულელე იყო და თუ ქართულ მხარესთან შეხების წერტილს იპოვის, ოსური მხარე ამ საკითხს ერგნეთის მომავალი შეხვედრებისთვის მოამზადებს, თუმცა მოგვიანებით ჩიგოევის ამ განცხადებამ დე ფაქტო რესპუბლიკაში დიდი ვნებათაღელვა და უთანხმოება გამოიწვია.
გასული კვირის პირველ დღეს ეთერში გავიდა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია “მეცხრე არხი”, რომელსაც საკაბელო და თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზია აქვს, თუმცა, როგორც არხის ხელმძვანელი კახა ბექაური ამბობს, ზეწოლის გამო საკაბელო ტელევიზიები ტრანსლირებას ვერ ბედავენ:
”ბევრ მათგანს აქვს „მეცხრე არხის“ ჩართვის სურვილი ( და ამას ჩვენთან საუბარში ადასტურებენ), მაგრამ მათ ჰქონდათ პირდაპირი მითითება მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელობის და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ თუ ჩართავენ „მეცხრე არხს“, მეორე დღიდან აღარ ექნებათ „რუსთავი 2“ და „იმედი“.“
საქართველოში მედიის თავისუფლების პრობლემებს ეხმიანება ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ”ფრიდომ ჰაუსის” მორიგი ყოველწლიური ანგარიში, რომელიც, 2011 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოში მედიის თავისუფლების შეფასებას ისახავს მიზნად და რომელიც 1 მაისს გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავაც ”ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნების ჯგუფში მოხვდა, თუმცა, შარშანდელთან შედარებით, სამი ქულით მეტი მიიღო. ამგვარი მდგომარეობის საფუძვლად ანგარიში 3 ძირითად ფაქტორს ასახელებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მედიამფლობელობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ”მოთხოვნების ამოქმედებას” უკავშირდება, დანარჩენ ორ ფაქტორზე კი თავის კომენტარში ”ფრიდომ ჰაუსის” ვიცე-პრეზიდენტი კრისტოფერ ვოკერი ამბობს:
”ჩვენ აღვრიცხეთ რამდენიმე ახალი გამოცემის დაფუძნება და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, კომუნიკაციების ეროვნულმა ბიურომ გასცა რამდენიმე ლიცენზია იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ხელისუფლების დომინანტ ძალებთან. და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი, რაც განასხვავებს საქართველოს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისგან, ბალტიის ქვეყნების გარდა.”
გასულ კვირაში პრესის თავისუფლების საერთაშორის დღეც აღინიშნა. 3 მაისს თბილისში ამერიკის განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომლის მთავარი თემაც პრესის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხარისხი და წინასაარჩევნოდ ქართულ მედიაში არსებული ვითარება იყო. ქართული მედიის ყველაზე დიდი გამოწვევა მედიის საქმიანობაში პოლიტიკის დიდი დოზით ჩარევაა - ასე შეაფასა ვითარება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მთავარმა ანალიტიკოსმა მათიას ჰუტერმა:
”სატელევიზიო სივრცე საქართველოში მკვეთრად პოლიტიზებულია და მოსახლეობას არა აქვს დამოუკიდებელ მედიაზე წვდომა. ინფორმაციები ხშირად მიკერძოებული და პროპაგანდისტულია. დადებით ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ტელევიზიების მფლობელების ვინაობა გაირკვა, თუმცა ჯერჯერობით ამას არ მოჰყოლია მაყურებლის წინაშე ტელევიზიების ანგარიშვალდებულების გაზრდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვნახეთ, თუ რა ბრძოლა მიდიოდა „მეცხრე არხის“ ტრანსლირებაზე და ამას წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილი პოლიტიკური ელფერი ჰქონდა. როდესაც იმავე „მეცხრე არხზე“ ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ იმას, რომ ოპოზიციის ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ, მაგრამ იმედია გვესმის, რომ ჩვენ აქ არ ვგულისხმობთ ნამდვილად დამოუკიდებელ მედიას, რადგან უნდა გვახსოვდეს: თუ რომელიმე მედიის უკან დგას რომელიმე პოლიტიკური ძალა, მის ჟურნალისტებს არასოდეს შეეძლებათ თავისუფლად იმუშაონ პოლიტიკის საკითხებზე.”
ჟურნალისტებისათვის გასული კვირა გამორჩეულად რთული გამოდგა. 4 მაისს ზუგდიდის პროკურატურასთან, სადაც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იქვე ნაპოვნი ასაფეთქებელი ნივთიერების გაუვნებელყოფის სამუშაოებს ატარებდნენ, გადასაღებად მისული „ნეტგაზეთისა” და „ლაივპრესის” ჟურნალისტები აიძულეს გადაღებული ვიდეომასალა წაეშალათ, ერთ-ერთ მათგანს კი კუთვნილი მეხსიერების ბარათი წაართვეს და სანაცვლოდ ახალი შესთავაზეს. უფრო ადრე მსგავსი ფაქტი მოხდა ქუთაისშიც. გაზეთ “P.S.”-ის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერიძე აცხადებს, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის ახლად გარემონტებულ თეატრში მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას მას პრეზიდენტის დაცვის წევრებმა სცემეს:
”სახეში, თავში მირტყამდნენ, მლანძღავდნენ, მერე ყველაფერი წამართვეს, ყველა კადრის წაშლა მომთხოვეს. სანამ არ დარწმუნდნენ, რომ გადაღებულის აღდგენა შეუძლებელი იყო, არ მომეშვნენ, მერე კისერში ჩამავლეს ხელი და გარეთ გამომათრიეს.”
გასულ კვირაში საზოგადოების მნიშნველოვანი ნაწილი პატიმარ ზურაბ დელიანიძის გარდაცვალებამ აღაშფოთა. მედიაში გავრცელებული ფოტოების საფუძველზე გამოითქვა ვარაუდი, რომ პატიმარი ცემისა და წამების შედეგად გარდაიცვალა. ეს ვარაუდი ზურაბ დელიანიძის მეუღლის შემდეგმა განცხადებამაც გაამყარა:
”ვერ ვიცანი ჩემი მეუღლე... ხერხემალიც გადატეხილი აქვს, საშინელი სისხლჩაქცევები აქვს და საშინლად ნაწამებია. თვალებღიაა მკვდარი და, თუ ავად იყო და ლოგინზე გარდაიცვალა, ხომ შეეძლო ვინმეს თვალები მაინც დაეხუჭა.”
ექსპერტიზის წინასწარი დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილ პატიმარს არ აღენიშნება ”მექანიკური დაზიანებები” და მის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები შესაძლოა ”არაჯეროვანი მოვლის” შედეგი იყოს.სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებით კი, პატიმარი მწვავე ვენერიული სენით გარდაიცვალა. ხათუნა კალმახელიძის ამ განმარტების გამო საგანგებო განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა. გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ, ინფორმაციის გავრცელებით, საჯარო გახადა ”პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია”, რის დაცვასაც მას კონსტიტუცია ავალდებულებს.
გასული კვირის პირველ დღეს ეთერში გავიდა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია “მეცხრე არხი”, რომელსაც საკაბელო და თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზია აქვს, თუმცა, როგორც არხის ხელმძვანელი კახა ბექაური ამბობს, ზეწოლის გამო საკაბელო ტელევიზიები ტრანსლირებას ვერ ბედავენ:
ჩვენ აღვრიცხეთ რამდენიმე ახალი გამოცემის დაფუძნება და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, კომუნიკაციების ეროვნულმა ბიურომ გასცა რამდენიმე ლიცენზია იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ხელისუფლების დომინანტ ძალებთან ...კრისტოფერ ვოკერი
საქართველოში მედიის თავისუფლების პრობლემებს ეხმიანება ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ”ფრიდომ ჰაუსის” მორიგი ყოველწლიური ანგარიში, რომელიც, 2011 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოში მედიის თავისუფლების შეფასებას ისახავს მიზნად და რომელიც 1 მაისს გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავაც ”ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნების ჯგუფში მოხვდა, თუმცა, შარშანდელთან შედარებით, სამი ქულით მეტი მიიღო. ამგვარი მდგომარეობის საფუძვლად ანგარიში 3 ძირითად ფაქტორს ასახელებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მედიამფლობელობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ”მოთხოვნების ამოქმედებას” უკავშირდება, დანარჩენ ორ ფაქტორზე კი თავის კომენტარში ”ფრიდომ ჰაუსის” ვიცე-პრეზიდენტი კრისტოფერ ვოკერი ამბობს:
”ჩვენ აღვრიცხეთ რამდენიმე ახალი გამოცემის დაფუძნება და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, კომუნიკაციების ეროვნულმა ბიურომ გასცა რამდენიმე ლიცენზია იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ხელისუფლების დომინანტ ძალებთან. და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი, რაც განასხვავებს საქართველოს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისგან, ბალტიის ქვეყნების გარდა.”
”სატელევიზიო სივრცე საქართველოში მკვეთრად პოლიტიზებულია და მოსახლეობას არა აქვს დამოუკიდებელ მედიაზე წვდომა. ინფორმაციები ხშირად მიკერძოებული და პროპაგანდისტულია. დადებით ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ტელევიზიების მფლობელების ვინაობა გაირკვა, თუმცა ჯერჯერობით ამას არ მოჰყოლია მაყურებლის წინაშე ტელევიზიების ანგარიშვალდებულების გაზრდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვნახეთ, თუ რა ბრძოლა მიდიოდა „მეცხრე არხის“ ტრანსლირებაზე და ამას წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილი პოლიტიკური ელფერი ჰქონდა. როდესაც იმავე „მეცხრე არხზე“ ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ იმას, რომ ოპოზიციის ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ, მაგრამ იმედია გვესმის, რომ ჩვენ აქ არ ვგულისხმობთ ნამდვილად დამოუკიდებელ მედიას, რადგან უნდა გვახსოვდეს: თუ რომელიმე მედიის უკან დგას რომელიმე პოლიტიკური ძალა, მის ჟურნალისტებს არასოდეს შეეძლებათ თავისუფლად იმუშაონ პოლიტიკის საკითხებზე.”
სახეში, თავში მირტყამდნენ, მლანძღავდნენ, მერე ყველაფერი წამართვეს, ყველა კადრის წაშლა მომთხოვეს ...ირაკლი ვაჩიბერიძე