მეათე სტუდიაში დღეს გაგახსენებთ წარუმატებელ პუტჩს, რომელიც 25 წლის წინ, 1991 წლის 18-21 აგვისტოს მოაწყვეს მოსკოვში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს და ოფიციალურ კანდიდატად დარეგისტრირებას არ გამორიცხავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე; გიამბობთ აფხაზურ ტრადიციებზე; ბოლოს შემოგთავაზებთ რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშების გარშემო ჩვენი სპორტული მიმომხილველების საუბრის ჩანაწერს.