რადიოჟურნალი – 1048-ე გამოშვება

ანაკლია

დღევანდელ მეათე სტუდიაში ჩვენ ვნახავთ, თუ როგორ ცხოვრობს ცხინვალის მოსაზღვრე სოფელი ერგნეთი ომიდან 6 წლის შემდეგ; მოისმენთ ინტერვიუს ჟურნალისტსა და მაიდანის აქტივისტ ირმა კრატთან, რომელიც 77 დღის განმავლობაში იყო ტყვედ ჩავარდნილი პრორუსი სეპარატისტების ხელში. რუსული მედია მას "ევროსადისტად" და "ესესელად" მოიხსენიებდა. 12 დღეში "კაზანტიპის რესპუბლიკა" ანაკლიაში სტუმრების მიღებას დაიწყებს. ჩვენ გეტყვით, თუ რა მოლოდინები აქვს მოსახლეობას და რას გეგმავენ "პროექტ კაზანტიპის" ორგანიზატორები; პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან 100 წელი გავიდა. შეიძლება თუ არა იმდროინდელი კონფლიქტის პარალელების გავლება დღევანდელ ვითარებასთან? სამიოდე დღის წინ ორი ქართველი ახალგაზრდა - დავით ჩიხლაძე და მათე მაყაშვილი პირველად თავის ცხოვრებაში გაემგზავრნენ ევროპისკენ. რამ იმოქმედა ევროპაში მათზე ყველაზე მეტად და რა გამოცდილებით დაბრუნდებიან ისინი საქართველოში.

Your browser doesn’t support HTML5

მეათე სტუდია