რადიოჟურნალი - 1167-ე გამოშვება

ზურაბ ნადარეიშვილი

"მეათე სტუდიაში" ვისაუბრებთ დემენციაზე - სინდრომზე, რომელიც მთელ მსოფლიოში, საქართველოს ჩათვლით, სულ უფრო მეტ ადამიანს აწუხებს; სწორედ დემენციისა და სხვა პრობლემების გამომწვევი ნეიროდეგენერაციული დაავადებების კვლევაშია ჩართული პროფესორი ზურაბ ნადარეიშვილი - გიამბობთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოში მის საქმიანობაზე; გიამბობთ პროექტზე „ფოტოგრაფია მშვიდობისა და თანასწორობისათვის“, რომელმაც აფხაზი, ქართველი და ოსი მწერლები შეკრიბა; შემოგთავაზებთ რეპორტაჟს პრაღაში გამართულ კონცერტზე, რომლის მონაწილეებმაც, ანსამბლ "ჰაერის" უმეტესწილად ჩეხმა წევრებმა, ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს; ბოლოს, შემოგთავაზებთ ჩვენს სპორტულ რუბრიკას - ორი კომენტატორის, დავით ქლიბაძისა და დავით კაკაბაძის, საუბარს გასული კვირის მთავარ სპორტულ ამბებზე.

Your browser doesn’t support HTML5

მეათე სტუდია