2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია ”ქართული ოცნების” სახელით მონაწილეობას საქართველოს განათლების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი მიიღებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოსთან მოთათბირების, მოგვიანებით კი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ, 11 მაისს გამოაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატზე პოლიტსაბჭო ერთხმად შეთანხმდა, მოსაზრება გაზიარებული აღმოჩნდა მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობაში და, შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილის გარდა, სხვა კანდიდატურის განხილვა დღის წესრიგში არც კი დამდგარა:
”ჩემი აზრით, ეს არის საუკეთესო ვარიანტი, იდეალური ვარიანტიც კი, ასეც ვიტყოდი. თუ რამე თვისება შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, თუ რამე ღირსება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, ყველა ღირსება მას აქვს ჭარბად. ერთსულოვნება არის მთელ გუნდში. შესაბამისად, სხვა კანდიდატების განხილვის აუცილებლობა არ დამდგარა და არც განგვიხილავს. თუ ერთხმად ყველა მხარს უჭერს, სხვაზე რაღატომ უნდა ილაპარაკო? ასევე მოხდა უმრავლესობაშიც. ყველა, არც ერთი კაცი არ გამოსულა წანააღმდეგი და არც ერთ კაცს სხვა აზრი არ ჰქონია. შესაბამისად, სხვა კანდიდატების განხილვა არ შემდგარა”.
გიორგი მარგველაშვილმა, თავის მხრივ, ”ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს ნდობისათვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა იმედი, რომ არ გაამტყუნებს მათ ნდობას:
”წინ არის ბრძოლა და ეს პოზიცია, რაც არსებობს გუნდში, უნდა გაიზიაროს ქართველმა ერმა და მხარი დაუჭიროს იმას, რასაც ჩვენ - კოალიცია და მე - მათ ვეტყვით და როგორც ჩამოვუყალიბებთ ქვეყნის მომავალს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ ნდობისთვის შიდა გუნდს, რომელმაც ასეთი პოზიცია დაიკავა და მე იმედი მაქვს, რომ შევძლებ არ გავამტყუნო ამ ხალხის იმედი და შევძლებ, რომ მომავალში არ გავამტყუნო ქართველი ამომრჩევლის იმედი”.
მანამდე კი, სანამ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო და საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის პოსტზე გიორგი მარგველაშვილს დაუჭერდა მხარს, კანდიდატთა შორის საზოგადოებაში არაერთი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანი დასახელდა - მათ შორის, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი. ირაკლი ალასანიას კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე, ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, არ დასახელდა იმის გამო, რომ მას მნიშვნელოვანი თანამდებობა აქვს და ამ თანამდებობაზე უნდა განაგრძოს მუშაობა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმა აღნიშნა, რომ იგი გუნდის წევრი არ არის და სხვა გუნდის წევრზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოში 11 მაისის გამთენიისას ჩამოვიდა და აუდიენცია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრშიც გამართა, თუმცა საუბრის საგანი და დეტალები უცნობი დარჩა.
გიორგი მარგველაშვილი კი, პრეზიდენტის პოსტზე ”ქართული ოცნების” კანდიდატი, ახალი სტატუსით თავის პირველ კომენტარებში ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიაზეა ორიენტირებული და შეეცდება აიმაღლოს რეიტინგი. მის წარმატებაში ეჭვი არ ეპარებათ მისი გუნდის წევრებს - მათ შორის, ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძეს და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას:
”ერთხმად იქნა არჩეული და მივესალმებით ამას. ის არის ძალიან შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი, უპატიოსნესი ადამიანი, ძალიან ნიჭიერი და მე ვამაყობ დღეს იმით, რომ ჩვენს გუნდს ჰყავს ასეთი კანდიდატურა”.
”მართლა ყველა ღირსებით შემკული კაცია და მეც მგონია, რომ ღირსეული კანდიდატია და, ამასთან ერთად, დარწმუნებული ვარ შინაგანად, რომ ამ არჩევნებში ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს“.
”ქართული ოცნების” წევრების ამ ოპტიმიზმს და შეფასებებს ნაკლებად იზიარებენ ”ნაციონალურ მოძრაობაში”. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დავით დარჩიაშვილი, მაგალითად, ეჭვს გამოთქვამს, რომ ობიექტურ საარჩევნო მარათონში მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძლიერი კანდიდატი იყოს. მის დასახელებას „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად დავით დარჩიაშვილი პრემიერის ახირებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილი არ არის საკმარისად დაბალანსებული და მართვაში კომპეტენტური იმისთვის, რომ ამხელა პასუხისმგებლობა იტვირთოს.
გამოცდილი მენეჯერი, კარგი ანალიტიკოსი და ექსპერტი - ესაა ის ძირითადი თვისებები, რომლითაც პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატს ახასიათებს. რას ნიშნავს იყო პრეზიდენტი, ახალი კონსტიტუციის თანახმად, მმართველობის შერეულ მოდელში, რომელშიც არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრია ძლიერი? ამ შეკითხვით კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის დირექტორს, ავთანდილ დემეტრაშვილს მივმართეთ. მისი განმარტებით კი, რა ძალისა და გავლენის პრეზიდენტი ეყოლება ქვეყანას 2013 წლის ნოემბრის შემდეგ, დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ გახდება პრეზიდენტი:
”თუ პრეზიდენტი იქნება „ქართული ოცნების“ ნაკლები ამბიციურობის მქონე პირი, მაშინ ეს იქნება საპარლამენტო რეჟიმი, რომელშიც პრეზიდენტს ექნება მხოლოდ ცერემონიალური, სიმბოლური მნიშვნელობა. თუ არჩეული იქნება ამბიციური, თუნდაც კოალიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მაშინ შეიძლება პრეზიდენტს ჰქონდეს საკუთარი პატარა ამბიცია და საკუთარი ტერიტორია მოქმედების. თუ აირჩა, რაც ნაკლებად სავარაუდოა, „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებული ძალის პრეზიდენტი, მაშინ პრეზიდენტი შეასრულებს არბიტრის როლს და, თანაც, ქმედითი არბიტრის როლს, ხოლო სახელმწიფო საქმიანობა გადავა თანაცხოვრების, ანუ კოჰაბიტაციის პირობებში”.
„ქართული ოცნების“ ოფიციალური კანდიდატი პრეზიდენტის პოსტზე გიორგი მარგველაშვილი კი განათლების მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც საპრეზიდენტო არჩევნებს ასევე ოფიციალურად მოქმედი პრეზიდენტი დანიშნავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატზე პოლიტსაბჭო ერთხმად შეთანხმდა, მოსაზრება გაზიარებული აღმოჩნდა მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობაში და, შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილის გარდა, სხვა კანდიდატურის განხილვა დღის წესრიგში არც კი დამდგარა:
”ჩემი აზრით, ეს არის საუკეთესო ვარიანტი, იდეალური ვარიანტიც კი, ასეც ვიტყოდი. თუ რამე თვისება შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, თუ რამე ღირსება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, ყველა ღირსება მას აქვს ჭარბად. ერთსულოვნება არის მთელ გუნდში. შესაბამისად, სხვა კანდიდატების განხილვის აუცილებლობა არ დამდგარა და არც განგვიხილავს. თუ ერთხმად ყველა მხარს უჭერს, სხვაზე რაღატომ უნდა ილაპარაკო? ასევე მოხდა უმრავლესობაშიც. ყველა, არც ერთი კაცი არ გამოსულა წანააღმდეგი და არც ერთ კაცს სხვა აზრი არ ჰქონია. შესაბამისად, სხვა კანდიდატების განხილვა არ შემდგარა”.
წინ არის ბრძოლა და ეს პოზიცია, რაც არსებობს გუნდში, უნდა გაიზიაროს ქართველმა ერმა და მხარი დაუჭიროს იმას, რასაც ჩვენ - კოალიცია და მე - მათ ვეტყვით და როგორც ჩამოვუყალიბებთ ქვეყნის მომავალს...გიორგი მარგველაშვილი
”წინ არის ბრძოლა და ეს პოზიცია, რაც არსებობს გუნდში, უნდა გაიზიაროს ქართველმა ერმა და მხარი დაუჭიროს იმას, რასაც ჩვენ - კოალიცია და მე - მათ ვეტყვით და როგორც ჩამოვუყალიბებთ ქვეყნის მომავალს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ ნდობისთვის შიდა გუნდს, რომელმაც ასეთი პოზიცია დაიკავა და მე იმედი მაქვს, რომ შევძლებ არ გავამტყუნო ამ ხალხის იმედი და შევძლებ, რომ მომავალში არ გავამტყუნო ქართველი ამომრჩევლის იმედი”.
მანამდე კი, სანამ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო და საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის პოსტზე გიორგი მარგველაშვილს დაუჭერდა მხარს, კანდიდატთა შორის საზოგადოებაში არაერთი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანი დასახელდა - მათ შორის, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი. ირაკლი ალასანიას კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე, ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, არ დასახელდა იმის გამო, რომ მას მნიშვნელოვანი თანამდებობა აქვს და ამ თანამდებობაზე უნდა განაგრძოს მუშაობა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმა აღნიშნა, რომ იგი გუნდის წევრი არ არის და სხვა გუნდის წევრზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოში 11 მაისის გამთენიისას ჩამოვიდა და აუდიენცია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრშიც გამართა, თუმცა საუბრის საგანი და დეტალები უცნობი დარჩა.
ერთხმად იქნა არჩეული და მივესალმებით ამას. ის არის ძალიან შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი, უპატიოსნესი ადამიანი, ძალიან ნიჭიერი...ირაკლი ალასანია