"ფრაქტალები" ლელა სამნიაშვილის რიგით მეოთხე კრებულია. 4-წლიანი პაუზის შემდეგ ბევრისთვის კარგად ნაცნობმა და საყვარელმა პოეტმა კიდევ ერთხელ მოუყარა თავი ახალ ლექსებს. ზოგის აზრით, ლელა შეიცვალა ამ ბოლო კრებულში, თუმცა არის რაღაცები, რაც მუდმივად რჩება ლელაში - პირველ რიგში, ეს არის ინტონაცია, შემდეგ - ლექსის ვიზუალური მხარე და, რა თქმა უნდა, მუდმივი თემები. ამაზე ღირს უფრო ჩაღრმავებით ვილაპარაკოთ სხვა დროს, მანამდე კი მინდა გავიხსენო ლელას 12 წლის წინანდელი ერთი პატარა ლექსი, რომელმაც მის ბოლო კრებულში ახალი სიცოცხლე შეიძინა.
მაშინ ლელა ასე წერდა:
ვიდრე თვალები შეაშრება
მწვანე აკვარელს, -
თვლიდეს ადამი
დღისით - ვაშლებს,
ღამით - ვარსკვლავებს...
და უცაბედად მოგინდება
სურვილით, მწველით -
ედემში იყოს ორი პოეტი -
ევა და გველი.
გადავშლით მის ბოლო კრებულს და ვკითხულობთ პირველივე ლექსის სათაურს - "გაფრენა. ლილიტი", სადაც გაცილებით უფრო რთულადაა დამუშავებული ეს 12 წლის წინანდელი თემა. ასეთი დიქრონული ვარიანტები და თემატური გამეორებები სხვაც ბევრია კრებულში და ზოგმა შეიძლება ამასაც დაუკავშიროს წიგნის სახელწოდება - "ფრაქტალები". ყოველ შემთხვევაში, თავად ლელა სამნიაშვილი ასე განმარტავს სათაურს:
"ფრაქტალები არ არის მაინცდამაინც ჰუმანიტარული ტერმინი. ქაოსი სიმეტრიიდან... იგი უფრო გეომეტრიული ტერმინია და არის ისეთი ფიგურა, რომელიც თავის თავს იმეორებს სხვა მასშტაბით - უფრო მცირე ან უფრო ფართო მასშტაბით. გააჩნია საიდან ვიწყებთ ათვლის წერტილს და მიმართულებას. მე საერთოდ მაინტერესებს ფიზიკა, მათემატიკა და ფრაქტალების ცნებაც აქედან მოვიდა. მე მგონი, ზოგადად ფარდობითია ყველაფერი და ამ ცნების გადატანა შესაძლებელია პოეზიაშიც, იმიტომ რომ სიტყვები, იდეები ისევე იმეორებენ ერთმანეთს და მოიცავენ ერთმანეთს, როგორც ეს გეომეტრიული ფიგურები".
კრებულში ბოლო რამდენიმე წლის ლექსებმა მოიყარა თავი:
"აქ არის შესული ბოლო სამი წლის პერიოდში დაწერილი ლექსები და ბევრი არც მირჩევია. ძირითადად, თითქმის ყველა ლექსი შევიდა, რაც ბოლო წლებში დავწერე. ეს ლექსები, ძირითადად, ლიტერატურულ პერიოდიკაში დაიბეჭდა, "ლიტერატურა - ცხელ შოკოლადში", "ჩვენს მწერლობაში", ლექსები ქვეყნდებოდა ლიტერატურულ საიტებზეც და ბოლოს ყველა ამ ლექსმა ერთ კრებულში მოიყარა თავი".
მანამდე კი თანამედროვე ქართული და უცხოური პოეზიის მკითხველს, ლელას წიგნების გარდა, მის თარგმანებსაც შევახსენებ. პირველ რიგში, სილვია პლათის ლექსებს, რომელიც წიგნადაც გამოვიდა და სულ ახლახან გამოცემულ პლათის რომანსაც, "ზარხუფი", რომელმაც, სამწუხაროდ, ცუდად მიაღწია მკითხველამდე. მახსოვს ლელას სულ პირველი პუბლიკაცია ჩვენთან, "არილში". ეს იყო ინგლისურენოვანი პოეტების მცირე ანთოლოგია, 1997 წლის იანვარში დაბეჭდილი, ემილი დიკინსონი, თომას ჰარდი და სხვები:
"ზოგადად, მგონია, რომ ყველა მავნე ჩვევა მოდის ბავშვობიდან, ისევე როგორც კარგი ჩვევები. და პოეზიაც ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი მავნე ჩვევაა, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ბავშვობაშივე დავიწყე თხზვა, ჯერ ზეპირად, მერე წერილობით და მივეჩვიე წერას, გაჰყვა სკოლის პერიოდს, ხოლო სტუდენტობის პერიოდიდან უკვე "არილში" ვბეჭდავდი ჩემს ლექსებს. თან ჩემი ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი იყო და, ამასთანავე, ვთარგმნიდი ამერიკულ და ბრიტანულ პოეზიას, ასევე პროზას. ჩემი პირველი კრებული 2000 წელს გამოქვეყნდა. გამომცემლობა "მერანმა" დაბეჭდა. კრებულს "ფოტოაბები" ერქვა, შემდეგ ამას მოჰყვა "კავკასიური სახლის" მიერ გამოშვებული "გველის წელიწადი" და "სიესტამ" გამოსცა 2006-ში "მუდმივი ტატუ" და ეს არის ჩემი მეოთხე კრებული".
ამ ოთხივე კრებულის მანძილზე, რომელიც ლექსის თხზვის 10-ზე მეტ წელს მოიცავს, ლელა, შეიძლება ითქვას, ერთხელაც არ გადასცდენია თავის ძირითად გეზს, მას არასდროს გადაუხვევია არჩეული გზისთვის, პოეტური ქარაფშუტობა, ანუ მოდუნება, მას არ სჩვევია. იგი ყოველთვის ზუსტია, მკაცრი და მოქნილი. მისი თანამედროვე პოეტები, თითქმის ყველა თაობის, სწორედ ამ სიზუსტეს მიიჩნევენ მის მთავარ თვისებად. ერთის აზრით, ლელასთან მხოლოდ ზუსტი და მართალი მეტაფორები გვხვდება, იგი "არ იპრანჭება", მასთან ვერ იპოვი თითიდან გამოწოვილ სახეებს და ფრაზებს. მისი ხმა არასდროს აგერევა სხვებისაში, ლელას შეუძლია იყოს ძალიან ბასრიც და ძალიან ფაქიზიც. ზოგისთვის მთავარი ღირსება ისაა, რომ ლელას ლექსებში ხშირად აქვს პოზიცია, მკვეთრად გამოხატული პოზიცია. სხვებს ლელას ლექსები გარეგნულადაც მოსწონს, იტაცებს მისი ხაზოვანება, შეიძლება ითქვას, გეომეტრიულობა, ტირეების პატარ-პატარა ხიდები (გავიხსენოთ თუნდაც ცვეტაევა). ზოგისთვის ლელა ზედმეტად ცივია, სხვებისთვის კი ეს ღირსებაა. იგი არ შიშვლდება სხვა პოეტებივით, მისი სახეები ახალია, არ გვხვდება კლიშეები და კლიშესაც მხოლოდ იმიტომ მიმართავს, რომ მისი დეკონსტრუქცია მოახდინოს. როგორც ერთმა მისმა კოლეგამ მომწერა ამას წინათ, "ლელას შენელებული მოქმედების ბომბი აქვს ზოგ ლექსში. მშვიდად და დამაჯერებლად გიწყობს ამბოხს".
დაახლოებით ასეთია პოეტი ლელა სამნიაშვილი, ხშირად ძალიან ჰერმეტულიც, ძნელად გასაგები. როგორც ზემოთაც ვთქვით, იგი ზუსტია, მაგრამ ეს სიზუსტე სიცხადეს არ ემსახურება, არამედ სრულყოფილებას, უფრო სწორად, ამისკენ სწრაფვას.
სხვა საქმეა ლელას ლექსის ფორმალური მხარე, ბგერები, მუსიკალობა, რითმა. იგი ხშირად ძალიან რთულ გზას ირჩევს, ბეწვის ხიდზე გადის, რათა რიტმულ და რითმულ ბანალობებს თავი დააღწიოს. მაგალითად, მას ასეთი ლექსი აქვს, "მთვარეული":
მთვარე თმის სარჭია -
მაღლა წევს ღამის ცას -
ჩინური ქაღალდის ფარანი,
და რომც მოვაცილოთ
ცას დეკორაცია,
არ მოისაკლისებს არავინ.
ეს ლექსი ქართული პოეზიისთვის ძალზე იშვიათი ორი საზომის შეხამებითაა დაწერილი, ექვსმარცვლიანით და ცხრამარცვლიანით. ეს საზომები ვიცით გურამიშვილიდან მოყოლებული. ექვსმარცვლიანის ყველაზე ცნობილ ნიმუშს გალაკტიონის "ქებათა ქება ნიკორწმინდას" წარმოადგენს, ცხრამარცვლიანი კი კარგა ხანს უქმად იყო, მხოლოდ მთიბლურში გვხვდებოდა და ერთი ორგან გალაკტიონთან, სანამ ლელამ არ მოარგო ექვსმარცვლიანს.
ლელას კიდევ ერთი თვისებაა ის, რომ იგი კარგი მკითხველია და არც თავისი თანამედროვეებისთვის იშურებს სიტყვებს:
"საბედნიეროდ, მგონი, დღეს უკვე ისეთი მომენტი დადგა ქართულ პოეზიაში, რომ გამიჯვნა ქალ ავტორებსა და მამაკაცებს შორის და სიხარული იმის გამო, რომ გამოჩნდა ასეთი საინტერესო ქალი-ავტორი, უკვე უადგილოა. ძალიან ბევრი კარგი ქალი ავტორია და ძალიან ბევრის დასახელება შეიძლება, წინა თაობით დაწყებული, სადაც ელა გოჩიაშვილია, რა თქმა უნდა; კიდევ უფრო ადრე ძალიან საინტერესო იყო ლია სტურუას შემოქმედება, დალილა ბედიანიძე, მოგვიანებით რუსუდან კაიშაური, მაია სარიშვილი, თეონა ბექიშვილი წერდა, თუმცა კარგა ხანია მისი აღარაფერი წამიკითხავს, ეკა ქევანიშვილი ჩემთვის ძალიან საინტერესო ავტორია... ბევრია, ძნელია ჩამოსათვლელადაც. ბოლო დროს კიდევ დიანა ანფიმიადი გამოჩნდა, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა ყველა თვალსაზრისით. თუმცა, ამის მიუხედავად, მე მაინც ვერ ვიტყოდი, რომ რამე განსაკუთრებული აქცენტია გასაკეთებელი ან ადგილია მისაჩენი ქალი პოეტებისთვის, საბედნიეროდ".
სხვათა შორის, თავად ლელასაც არ აკლია ყურადღებიანი მკითხველი და შემთხვევითი არაა, რომ ყველაზე კარგად ლელას ლექსები სწორედ პოეტებს ესმით.