მაკეტებში გადარჩენილი ძველი ტფილისი
Your browser doesn’t support HTML5
სად ვნახოთ ძველი, მეცხრამეტე საუკუნის თბილისი - მისი სახლები, დუქნები და სახელოსნოები, რომლებიც ქალაქის რეკონსტრუქციამ იმსხვერპლა? სად და „ქარვასლაში“ - თბილისის ისტორიის მუზეუმში, რომლის პირველმა დირექტორმა, ნიკოლოზ ბადრიაშვილმა, თითქმის ასი წლის წინ შემოიკრიბა მაკეტების ოსტატები და საოცარი სიზუსტით შემოგვინახა ძველი თბილისის გამქრალ შენობათა სამგანზომილებიანი სურათები.