გამომცემლობა "დიოგენემ" ბელა ჩეკურიშვილი ახალი პოეტური კრებული გამოსცა. წიგნს "შეკითხვად სიზიფეს" ჰქვია და იგი სამი რკალისგან შედგება. ბელა ჩემთან საუბარში ამ სამი ნაწილის დალაგებას შეეცადა და შემდეგნაირად დაახასიათა ისინი:
"კრებული ‘შეკითხვად სიზიფეს’ სამი ნაწილისაგან შედგება. ეს არის "ქვები", "ქვიშა" და "მცველი". ეს დაყოფა ერთგვარი კონცეფციის მიხედვით მოხდა. ‘ქვები’ ეს არის ის ლექსები, სადაც მე რაღაც ფასეულობების სიმტკიცეზე ვლაპარაკობ. ‘ქვიშა’ გაბნეული, პატივაყრილი ფასეულობებია და ‘მცველი’ ეს არის ერთგვარი ლირიკა, პირადი, ინტიმური დამოკიდებულებები ამა თუ იმ ადრესატისადმი და ზოგადად სამყაროსადმი. რაც შეეხება კრებულის სათაურს, ‘შეკითხვად სიზიფეს’... დამიგროვდა შეკითხვები, როგორც პოეტს, სამყაროს მიმართს - რისთვის ვწერ საერთოდ და რა არის პოეტის შრომა".
ამ კითხვებზე პოეტური პასუხები ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ბელამ ზეპირ საუბარში მითხრა. მის ლექსებში ეს პასუხები უფრო განისლოვანებულია, პირდაპირ კი ბელა ასეთ რამეს ამბობს:
"პოეზია დღეს ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი და ყველაზე ნაკლებად კომერციული პროდუქტია დასავლეთში, რისკენაც ჩვენ გვაქვს ორიენტირი და სად გაჭრასაც ასე ვესწრაფვით, რისკენაც მივდივართ... და აი ამ სამყაროში ღირს კი პოეტად დარჩენა? და ამ შეკითხვას ყველაზე კარგად ალბათ ეს სიზიფეს მეტაფორა ეხმიანება. რამდენჯერაც აიტან იმ ლოდს, იმდენჯერ ჩამოვარდება, მაგრამ შენ მაინც უნდა აიტანო".
ერთი რამ ცხადია, ბელა კარგი სმენით გამოირჩევა, აქვს რიტმის შესანიშნავი გრძნობა და თავისებური პოეტიკა, რომელიც მას ბევრი სხვა პოეტისგან გამოარჩევს. პირველ რიგში ეს მის სინტაქსს შეეხება, რომელიც თითქმის მთლიანად შერწყმულ წინადადებებზე დგას, სინონიმების გაბმული წყება კი გამუდმებით აზუსტებს რაღაცას. მის თითქმის ყველა ლექსში შეხვდებით ასეთ დაზუსტებებს: მაგალითად, პირველივე ლექსში, "სიზიფეს" ქვაზე ჩამოვარდება საუბარი: "ზოგი ქვა / სმენას ამახვილებს, ზოგი აბრმავებს, ზოგი გულს / ამსხვრევს, ზოგი ნაღველს შლის და ზოგიც, / სულაც, უმიზეზო ოცნებებს იწვევს...", ერთ-ერთ მომდევნო ლექსში ჩამოთვლილია, თუ რას ითვლიან პოეტები - სტრიქონებს, სიტყვებს, ემოციებს, კახპებს, ზომავენ კენჭებს, რიყის ქვებს, ნათალ ლოდებს... ლექსში "მეთევზის ცოლისა და ქმრისა" პოეტი ჩამოთვლის იმას, თუ არ შეუძლია: მას არ შეუძლია შეიკრას სუნთქვა, იღრიალოს, იქნიოს მუშტი, გაშალოს დროშა და ბევრი სხვა რამ. თუკი იგი გამოიყენებს ზმნას „შემოვიფცქვნა“, იქვე ფრჩხილებში აუცილებლად დააზუსტებს („ჩამოვიწრიტო“), მას არ ჰყოფნის ერთი ზმნა რაღაცის სათქმელად, ყოველთვის აგრძელებს ჩამონათვალს, აზუსტებს სხვა ზმნებით, საგნებით, მოვლენებით: "არ მახსოვს, ასე ყველგან როგორ აღმოვჩნდი, / სად მიმიღეს, სად შემიშვეს, სად გამომკეტეს, / დამემსგავსნენ, დამიწყვილდნენ, შემეზიარნენ...", "პარკის სკამებზე / დარჩენილი კოცნები, პაემანზე მოსწრებული / წვიმები, ჭორაობაში გათენებული ღამეები, / თავფარავნელი ჭაბუკი, შვლის ნუკრების / ნაამბობი, დედა...".
როდესაც პოეტი თავის წარმოსახვით გაფრენას აღწერს, მას არ ჰყოფნის ერთი შედარება - მაგ. "გავფრინდეთ, როგორც ქარები" და იქვე სხვა შესაძლებლობებსაც ააშკარავებს: "როგორც ისრები, / ნისლი, ღრუბლები..." და ა.შ.. ანდა ეს სტრიქონები ნახეთ: "სწორედ იმ დღეს გაიღვიძა ყავის / ნალექმა მუსიკის მასწავლებლის ფინჯანის / ფსკერზე, დიდი ბაბუის საბრძოლო ხმალმა, / სარდაფის ვირთხამ, ლოთის ვნებამ სასმელების / გამყიდველის მიმართ, ყვავების ბუდემ / მთავარმართებლის სასახლის ბაღში, ჭადრის / ხეებმა ქუჩის პირას, ქუჩამ...". კრებულის დამაგვირგვინებელი, ბოლო ლექსი "ვარსკვლავი" მთლიანად ამ პრინციპზეა აგებული და ეს ცხადად გვაჩვენებს, რომ სინონიმი, სინონიმური რიგების გამოყენება ბელა ჩეკურიშვილის ამ კრებულის ერთ-ერთი უმთავრესი ხერხია.
რა იქნება ბელას შემდეგ კრებულში? ამაზე ბელამ თავადაც ისაუბრა: "რაც შეეხება თავად ლექსებს, ეს არის ერთგვარი მედალი და მედლის მეორე მხარე, თუკი წარმოვიდგენთ, სადაც ლაპარაკია არა იმაზე, როგორ ნადგურდება ფასეულობები, არამედ ეს ამ ფასეულობაგანადგურებული ლირიკული გმირის თავდაცვაა, ასე ვთქვათ, და მას, ეს ყველაფერი რაღაცეებში სჭირდება. თავის მართლებაა ერთგვარი. და შემდეგი კრებული, რომელსაც მე გავაკეთებ, იქნება "მუტაცია", უკვე ვამზადებ ამ წიგნს. სხვათა შორის, ამ კრებულშიც არის ერთი ლექსი, 'მუტაცია', რაზეც მერე ბევრი რამე აიკინძა, მის კონცეფციაზე. და შემდეგი უკვე იქნება ის მუტაციაგანცდილი ლექსები, იდეები, თემები, ღირსებები, რაც დღეს გვაწუხებს და რაც მე მაწუხებს როგორც პოეტს".
სხვათა შორის, ეს ლექსი, "მუტაცია" ერთ-ერთი საუკეთესოა კრებულში და იმავე პრინციპითაა დაწერილი, რაზეც ზემოთაც ვისაუბრე. საინტერესო იქნება, მომდევნო კრებულში რა მიმართულებით გააგრძელებს ბელას ლექსი მუტირებას, კიდევ უფრო დაამძიმებს ლექსს ამ აუარება დაზუსტებით, თუ შედარებით გაათავისუფლებს მას, გაალაღებს, უფრო ნარატიულს გახდის.
ამ გადატვირთული სინონიმიის გამო ბელა ზოგ ლექსს ვერც ამთავრებს, იგი ხშირად სიებს, ჩამონათვალს ემსგავსება, ერთ ლექსს ქვესათაურში ასეც უწერია, "დაუმთავრებელი"... სამაგიეროდ ბელას საკმაოდ ძლიერი ექსპოზიციები აქვს ხოლმე, მახვილგონივრული პირველი სტრიქონები, რომელიც მაშინვე მომართავს მკითხველს. თუმცა აქვს ძალზე ბანალური და წამგებიანი ტროპებიც პირველივე სტრიქონებში. მაგალითად, ეს: "მე გიწოდებ ჩემს რომს / და წამოვალ ყველა გზით და ბილიკით შენკენ..."
ბელა ასევე ხშირად მიმართავს გაპიროვნების ხერხს, იგი ხან ჯვარია, ხან მზესუმზირა, ხან ფრანი, ხანაც ნატვრის ხე. ეს ხერხი ზოგიერთ ლექსში ძალზე ოსტატურადაა გამოყენებული. და ბოლოს, კიდევ ერთი თემა, რომელიც რამდენჯერმე მკვეთრად გაიჟღერებს პოეტის ლექსებში, თანაც მის ყველაზე სემანტიკურად დატვირთულ მონაკვეთებში, ლექსის ბოლოს ან ლექსის პირველივე სტრიქონებში და ეს თემა, შეიძლება ითქვას, მთელი კრებულისთვის იქცევა გასაღებად. ერთგან იგი ასე იწყებს ლექსს - "ყველაფერი გადმოვალაგე, გავშალე და / ვათვალიერებ", მეორეგან კი შემდეგნაირად ამთავრებს: "მაშ, შენც მირჩევ, რომ, ყველაფერი ისევ უკან / ამოვაწყო და კარგად გავსინჯო?"... სხვათა შორის, ამ ლექსს ჰქვია "სავსე ვარ". ალბათ სწორედ ეს სისავსეა, რის გამოც ასეთ უხვ ნაკადებად იღვრება პოეტი, სინონიმების წყებად, სადაც მთელი პოეტური ენერგია გამეორებებში და დაზუსტებებში იხარჯება.