აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს დაადასტურა, რომ ლიბიაში მოკლეს აშშ-ის ელჩი, კრისტოფერ სტივენსი, ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოში განრისხებული ბრბოს შეჭრის შემდეგ.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რამდენიმე სხვა ლიდერი, მათ შორის ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, გმობენ ლიბიაში შეერთებული შტატების საკონსულოზე თავდასხმას. ნატოს გენერალურმა მდივანმა კი აღნიშნა, რომ „ვერასოდეს გაამართლებ ასეთ ძალადობას“. ლიბიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მოჰამად ალ-მაგარიფიმ დღეს პირობა დადო, რომ თავდამსხმელებს მართლმსაჯულებას გადასცემენ.
ბარაკ ობამას თქმით, სამშაბათს ღამით ძალადობის შედეგად ლიბიაში დაიღუპა კიდევ სამი ამერიკელი.
შეიარაღებულმა პირებმა თვითნაკეთი ბომბებით და რეაქტიული ჭურვებით მიიტანეს იერიში საკონსულოს შენობაზე, შემდეგ მას ცეცხლი წაუკიდეს.
ბენღაზელების თქმით, ძალადობა იყო რეაქცია ამერიკაში შექმნილ ფილმზე, რომელიც ლიბიელების რწმენით, შეურაცხყოფს წინასწარმეტყველ მუჰამედს.
როგორც იუწყებიან, საქმე ეხება დაბალბიუჯეტიან ფილმს „მუსლიმთა უდანაშაულობა“ და მისი ავტორია კერძო პირი. ფილმის ნაწყვეტები გავრცელდა პოპულარულ საინტერნეტო ვიდეოპორტალ YouTube-ზე.