გამომცემლობა „პალიტრა L“–მა მიგელ დე უნამუნოს ქართველი მკითხველისთვის აქამდე უცნობი რომანი, "დეიდა ტულა", გამოსცა - წიგნი, რომელიც დღემდე არც ინგლისურ და არც რუსულ ენაზე არ შემხვედრია და უცებ მისი გადმოქართულებული ვერსია მივიღეთ.
მართალია, ეს რომანი ნამდვილად არ შედის უნამუნოს "კანონში", ძირითად ნაშრომებში, და მას არც ისე ხშირად ახსენებენ დიდი ბასკის შემოქმედებაზე საუბრისას, მაგრამ ვინც ამ მწერლის შემოქმედებას კარგად იცნობს, მას ნამდვილად დააინტერესებს ეს უცნაური მცირე რომანი, თუმცა, ცხადია, არავის ვურჩევ მაინცდამაინც ამ რომანით დაიწყოს უნამუნოს გაცნობა – ამისთვის არსებობს მისი ესეები და რომანები: "სიყვარული და პედაგოგიკა", "ბურუსი", "აბელ სანჩესი" ანდა "წმინდა მანუელ სათნო, წამებული". ამის მიუხედავად, "დეიდა ტულა" მრავალმხრივ საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს ქართველი მკითხველისთვის, მათ შორის, სპეციფიკური მკითხველისთვისაც. მაგალითად, არ არის გამორიცხული, რომ ფემინისტებს განსაკუთრებით ჩაუვარდეთ გულში ეს წიგნი და მოინუსხონ რომანის მთავარი აგონისტის, დეიდა ტულას, წინააღმდეგობრივი ხასიათით.
სანამ რომანზე გადავიდოდე და მთარგმნელის, ქალბატონი მერი ტიტვინიძის, აზრსაც მოვისმენდეთ ამ წიგნის შესახებ, მინდა ბორხესის ერთი ძალიან საინტერესო შეფასება შეგახსენოთ, რომელსაც მწერლის გარდაცვალებისადმი მიძღვნილ მცირე ესეში აღმოვაჩენთ. ბორხესი წერს, რომ უნამუნოში ლამის ყველა ხედავს ფიგურას, მებრძოლ ადამიანს, ვის გასაგებადაც საერთოდ არაა საჭირო მისი ნაწერების წაკითხვა. მას მაგალითად მოჰყავს ჟან კასუ, ვისი შეფასებითაც, უნამუნო მებრძოლია, რომელიც საკუთარ თავს უპირისპირდება, "იბრძვის თავისი ხალხისთვის და თავისი ხალხის წინააღმდეგ. იგი დაუნდობელი მეომარია და ძმათაკვლაზეც კი არ დაიხევს უკან. იგია ტრიბუნი თანამოაზრეების გარეშე, უდაბნოს წინასწარმეტყველი - ქედმაღალი, პირქუში, პარადოქსული, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მოსიარულე, დაუმარცხებელი და, ამავე დროს, ძლეულიც თავის ბრძოლაში...". ბორხესი სწორედ ასეთ მიდგომაზე ამბობს, რომელიც უშედეგოა უნამუნოს შემთხვევაში, რომ მწერლის ამგვარ სიმბოლურ სახეს მთლიანად შეუძლია გადაფაროს მისი წიგნები. ცხადია, გადაფარვას, პირველ რიგში, შეიძლება "დეიდა ტულა" შეეწიროს, როგორც შედარებით ჩაკეტილი და კონკრეტული რომანი.
რომანს კი ვამბობ, მაგრამ თავად უნამუნო თავის წიგნებს რიმანებს უწოდებდა, არა novela–ს, არამედ nivola. მოვუსმინოთ მთარგმნელს, მერი ტიტვინიძეს:
"პირველ რომანს, "ბურუსს", მან უწოდა რიმანი, ანუ ესპანური novela შეცვალა nivola–თი. უნამუნომ თავადვე განაცხადა, მე მაქვს უფლება შევცვალო ჟანრის სახელი, იმდენად, რამდენადაც, მე სრულიად შევცვალე შინაარსი, ფორმა, არქიტექტონიკაც კიო. ამიტომ უწოდა „ბურუსს“, novela–ს მაგივრად, nivola... მაგრამ მეორე რომანი "დეიდა ტულა" იყო, რომელსაც ასევე უწოდა nivola, ანუ რიმანი".
რომანი იწყება ძალზე საყურადღებო პროლოგით, რომელსაც პროვოკაციული ქვესათაური უძღვის წინ - "რომანების მკითხველებს შეუძლიათ გამოტოვონ" - და სადაც უნამუნო რამდენიმე მნიშვნელოვან ცნებას აზუსტებს და დაკვირვებებს გვიზიარებს. მაგალითად, იგი ხაზს უსვამს, რომ ესპანურში არსებობს ცნებები „მამობრივი“, „ძმური“ (paternal, fraternal და ა.შ.), სამაგიეროდ, არ არსებობს ესპანურში „დური“, ანუ sororal, sororidad, და ეს მაშინ, როდესაც ლათინურში არსებობს ზედსართავი „დური“ (sororius) და ზმნა (sororiare) დურად, ერთად, თანაბრად გაზრდა. ამ დეფიციტზე საუბარს უნამუნო ანტიგონეს მითის განმარტებით აგრძელებს და მას სწორედ ამ sororida–ის, დური პატივის განსახიერებად მიიჩნევს: "ანტიგონე, თავისი მამის, ოიდიპოსის, და და, იმავე დროს, თავისი ძმის, პოლინიკეს, დეიდა, განსხეულებაა ნათესაური კავშირისა, ოჯახური კერის სიწმინდისა, რელიგიური შინაობისა, შინაობის რელიგიურობისა, კერისა, პოლიტიკური და ტირანული ცივილიზაციის საპირისპიროდ, სახელმწიფოებრივი ტირანიისა და ოჯახური ნათესაობისა ცივილიზაციის საპირისპიროდ".
ამის შემდეგ კაენი და აბელიც ერთვება საქმეში და უნამუნო პირდაპირ ამბობს, რომ პირველი ძმური გრძნობის გამოვლინება იყო ერთი ძმის მიერ მეორე ძმის მოკვდინება. მუქთამჭამელი მამალი ფუტკრების მეტაფორით მწერალი კიდევ უფრო აზუსტებს და შლის აზრს, რომელსაც რომანის ბოლოში გამონასკვავს, მას შემდეგ, რაც დისწულებისთვის თავდადებული უცნაური ქალის, შეცდომებით დამძიმებული დედა თუ დეიდა ტულას ამბავს დაასრულებს და იტყვის, რომ "ფუტკრების ხელოვნების ტრადიცია მემკვიდრეობით გადადის არა ფიზიკური, არამედ სულიერების გზით და ეს ხდება ვინმე დეიდა–მამიდების მეშვეობით, ანუ იმ ფუტკრების მეშვეობით, რომლებიც არც კვერცხებს დებენ და არც ანაყოფიერებენ ამ კვერცხებს". ძალიან მაგარი სიტყვებია, თქვენი არ ვიცი და ჩემთვის ამ სიტყვებს ბევრი ახსნა და მაგალითი მოეძებნება როგორც ჩემი ოჯახის ცხოვრებიდან, ისე ჩემი მეგობრების ისტორიებიდან.
"დეიდა ტულა“ 1921 წელს გამოვიდა და უმალვე მიიქცია ყურადღება მკითხველისაც და კრიტიკისაც. ერთნი მას ფსიქოლოგიურ რომანს უწოდებდნენ, მეორენი ფროიდზე, ფსიქოანალიზსა და კომპლექსებზე ლაპარაკობდნენ, მესამენი, საერთოდაც, რომანტიკული ნაწარმოებების რიცხვს აკუთვნებდნენ "დეიდა ტულას", მაგრამ ამ წიგნმა უფრო მეტად ფორმითა და შინაარსით დააინტერესა მკითხველი, რაც ძალიან ეხმაურებოდა ტრადიციას".
თავიდან რომანმა შეიძლება არაფრით გაგიტაცოთ, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც მომაკვდავი როსა თავის დას, ხერტრუდისს (ტულას), მისი გარდაცვალების შემდეგ მის ქმარზე დაქორწინებას მოსთხოვს და როცა მოგვიანებით რამიროც ძალიან გაიქაჩება ცოლისდისკენ, იწყება ამბები, სადაც ისედაც დამძიმებული ტულა, კიდევ უფრო ამძიმებს და ხლართავს რომანის დრამატურგიულ სვლას. ეს წიგნი ამ მოულოდნელი დრამატურგიული სვლებით, გადაწყვეტილებებითა და არჩევანითაცაა გამორჩეული და ამ არჩევანს აკეთებს ქალი, რომლის მკერდიც რძით კი არა, სისხლითაა სავსე, ხოლო სული – ხორცით. რამირო ასეთ სიტყვებსაც ეუბნება ტულას: "- შენ ნამდვილი წმინდანი ხარ, ხერტრუდის, მაგრამ ისეთი წმინდანი, ვისი წყალობითაც სხვები ხდებიან ცოდვილები", რაზეც ტულა უპასუხებს: "- ამას ნუ ამბობ, მე ვარ ცოდვილი, ვინც ცდილობს, სხვები აქციოს წმინდანებად...".
რომანის მთავარი გმირები მაინც ბავშვები არიან, ის 5 შვილი, რომლის დედა–დეიდაცაა ტულა, ბავშვები, რომლებსაც ტულა თავისი ცოდვის შვილებს უწოდებს. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ რომანში ყველა ფეხმძიმობა მძიმეა და ყოველი მშობიარობა სიკვდილთან აახლოებს ქალს, ამ შემთხვევაში დედა ფუტკრებს, ტულას დას, როსას, რამიროს პირველ ცოლს, და რამიროს მეორე ცოლს, მანუელას, ვისი სიკვდილიც თვალის ახელასავითაა ხერტრუდისისთვის.
ზემოთ მოყვანილ ამბავს თუკი დავუბრუნდებით, სადაც ძმების შესახებ საუბრობდა უნამუნო და კაცურ, ძმურ არაადამიანურობად მიიჩნევდა კაენისა და აბელის ისტორიას, ისიც შეგვიძლია ავტორთან ერთად ვთქვათ, რომ "დეიდა ტულა" ქალური, დური (sororio) არაადამიანურობის ისტორიაა. ესაა რომანი დიდი ვნებებით, საბედისწერო შეცდომებით, გამაღიზიანებელი მოულოდნელობებითა და ჯიუტი აღსარებებით.