ეს წიგნი პირველად ჯერ კიდევ 1935 წელს გამოვიდა, თუმცა, "ცუდი რედაქტირების გამო, მოსპობილ იქნა მთავლიტის მიერ". ამ განადგურებული ტირაჟის შემდეგ "ფერეიდნელი ქართველები" მხოლოდ 1951 წელს გამოსცეს ხელახლა. ამ დროს ავტორი უკვე გარდაცვლილი იყო. სამაგიეროდ, მის არქივში ინახებოდა იმ პირველი გამოცემის ერთი ეგზემპლარი, ავტორის ხელითვე ნასწორები, რომელიც ამ ბოლო, 2011 წლის გამოცემას დაედო საფუძვლად, ლიტერატურის მუზეუმის მიერ მომზადებულ სრულყოფილ ტექსტს, სადაც ორი დამატებითი თავიცაა შესული და რომელსაც ძალიან ძვირფასი ფოტომასალაც ახლავს თან.
ამბაკო ჭელიძის სახელი ყველას ექნება გაგონილი, ვისაც ირანულ პოეზიასთან რაიმე შეხება ჰქონია. მისი თარგმანები ბევრ ანთოლოგიაშია შესული, ცალკე კრებულებადაცაა გამოსული. სხვათა შორის, შარშან გადავაწყდი ბუკინისტურში 1936 წელს "ფედერაციის" მიერ გამოცემულ "ირანელ ლირიკოსებს", შესანიშნავ წიგნს, სადაც 300 გვერდზე 36 ირანელი პოეტის ლექსებია თავმოყრილი - ომარ ხაიამის, ფირდოუსის, ჯალალედინ რუმის, ხაყანის, საადის, ჯამის, რუდაქის და სხვ. წიგნი სრულიად ხელუხლებელი აღმოჩნდა, როგორც ირანელები იტყვიან, "თაზა". ახალი გეგონებოდათ. წიგნს უნაზესი შაბიამნისფერი ძაფის სანიშნე და მბრწყინავი ქაღალდის ძვირფასი სუპერი აქვს, ასევე კარგად შენახული, ხოლო შიდა გვერდებს სპარსული მინიატურების ყაიდაზე შესრულებული გაფორმება ამკობს. ეს წიგნი, ალბათ, ქართველი მკითხველისთვის ირანული პოეზიის კარიბჭე იყო თავის დროზე, მისი შესავალი, არაპროფესიონალი აღმოსავლეთმცოდნის მიერ სიყვარულით შესრულებული საქმე. პოეტმა და მთარგმნელმა გიორგი ლობჟანიძემ ჩემთან საუბრისას ესეც ახსენა:
"ამბაკო ჭელიძე იყო ძალიან საინტერესო ადამიანი. ის არ იყო აღმოსავლეთმცოდნე, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. არ შეუსწავლია სპარსული საუნივერსიტეტო დონეზე. იყო ბანკის თანამშრომელი, ბუღალტერი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ 1926 წელს მიავლინა თეირანში როგორც სპეციალისტი, რადგან საბჭოთა და ირანული ერთობლივი ბანკი არსდებოდა. მან ექვსი წელი დაყო ირანში და შესანიშნავად გამოიყენა ეს საშუალება... ისწავლა მასპინძელი ხალხის ენა და არა მხოლოდ საყველპურო სპარსული ისწავლა კომუნიკაციისთვის, არამედ იმ დონეზე შეისწავლა ენა, რომ შეასრულა პრაქტიკულად პირველი პოეტური თარგმანი ომარ ხაიამის რობაიებისა და ამ თარგმანს დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ, ცხადია, მოძველებულია."
ამის მიუხედავად, ეს თარგმანები დღესაც დაგემოვნებით იკითხება და ზოგისთვის შესაძლოა დღეს უფრო მეტი ეშხიც ჰქონდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის შესანიშნავ პროზაზე, ჩანაწერების წიგნებზე - "ექვსი წელი სპარსეთში" და "ფერეიდნელი ქართველები".
"ფერეიდნელი ქართველები" ესაა წიგნი, რომელიც მრავალმხრივ მიიქცევს თანამედროვე მკითხველის ყურადღებას - პირველ რიგში, იმით, რომ საკმაოდ კრიტიკულ დამოკიდებულებას აღმოაჩენს ჩვენი ფერეიდნელი თანამემამულეების მიმართ, ზრუნვით და სინანულით სავსე კრიტიკას; ასევე უმნიშვნელოვანესია ის რეალიები, რომლებიც წიგნმა შემოგვინახა, ისტორიულ–ეთნოგრაფიული მასალა, და, გარდა ამისა, წიგნი იმითაცაა საინტერესო, რომ აქ თავად მთხრობელიც ძალიან კარგად ჩანს და ხშირად სწორედ მისი მონაწილეობა სძენს ამბავს განსაკუთრებულ ხიბლს:
"ნაშრომი ყურადღებას იქცევს იმით, რომ ძალიან დეტალიზებულია. ბევრ ყოფით რეალიას ახლოდან გვაცნობს ფერეიდნელი ქართველებისას და ჩემთვის ორმაგად საინტერესო იყო ეს, იმიტომ რომ მე ვადარებდი თითქმის საუკუნის წინანდელ ვითარებას ფერეიდნელი ქართველებისას და ახლანდელ ვითარებას, იმიტომ რომ ხშირად მიწევდა ფერეიდანში ჩასვლა და ფერეიდნელ ქართველებთან ურთიერთობა. შეიძლება ითქვას, რომ ის სინამდვილე, რომელსაც აღწერს ამბაკო ჭელიძე თავის "ფერეიდნელ ქართველებში", დღეს პრაქტიკულად აღარ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ბევრი რამ. ბევრი რამ შეიძლება შენარჩუნებულია, მაგრამ იმ სახით, როგორადაც ამ წიგნშია, ბევრი რამ აღარ არსებობს. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს თვითონ ფერეიდნელი ქართველების ისტორიისთვისაც. თუ ვინმე დაინტერესდება და ამას სპარსულად თარგმნის, იმავე ჩვენი ფერეიდნელი ქართველებიდან, ვფიქრობ, საშურ და სასიკეთო საქმეს გააკეთებს."
ზემოთ კრიტიკა ვახსენე და მინდა ბოლომდე მივიყვანო სათქმელი. ამბაკო ჭელიძე ძალიან ბევრს საუბრობს ქართველების მავნე ჩვევებზე, უუნარობაზე, სიზარმაცეზე. ასე ამბობს: "საუკუნეობით მიწასთან დაკავშირებულ, უკულტურო ქართველს ჯერ ვერ ჩაუხედავს მიწის გულში, თუ რა სიმდიდრეს იძლევა ის, და მის თვალწინ მისივე ხელით ისპობა ის, რაც მას დღიურ ლუკმას გაუდიდებდაო". ხშირად ახსენებს ფერეიდნელი ქართველების გაუნათლებლობას, ცნობისწადილის უქონლობას. ფერეიდნელი ქართველი ჯარისკაცებიც კი ვერაფერს აღწევენ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ განათლება არ ჰყოფნით. ავტორის იქ ყოფნისას, 20–იანი წლების ბოლოს, მათ დიდი მადლობა და ჯილდოც დაუმსახურებიათ ირანის ხელისუფალთაგან, ამის გამო მათ ოფიცრის ჩინიც ეკუთვნოდათ, მაგრამ, ერთის გარდა, არც ერთმა არ იცოდა წერა–კითხვა და ისევ უბრალო ჯარისკაცების ხარისხში მოუწიათ თურმე დარჩენა. ცალკე საუბრის თემაა ჩვენებურების ცრურწმენები, რაზეც არაერთხელ ამახვილებს ყურადღებას ამბაკო ჭელიძე.
ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, ფერეიდნელი ქალების აღწერებია. ავტორი, პირველ რიგში, იმას აღნიშნავს, რომ ირანული ცხოვრების გავლენა ქალს ყველაზე ნაკლებად ეტყობა: "ქალის ენა უფრო საღია, რბილი და სიამით მოსასმენი. ლაპარაკის დროს ზოგჯერ სრულიად გავიწყდება, რომ ვინმე სხვას, სხვაგან, ნახევრად გადაგვარებულ ადამიანს ელაპარაკები და არა შიდაქართლელს ან კახელ დედაკაცს. ქალი მამაკაცზე უფრო გულკეთილი და მხიარული ჩანს". ერთმა ისიც კი უთხრა სტუმრებს ხუმრობით: "მოიტანეთ თქვენი საგორველა (ავტომობილი) და წაგვაგორეთ აქედანო". ამ ფრაზაში მხოლოდ ეს საქართველოს ღრმა წარსულიდან შობილი სიტყვა, "საგორველა", არაა მნიშვნელოვანი, აქ უფრო მნიშვნელოვანი სიმწრის სიცილით ნათქვამი "წაგვაგორეთაა", თხოვნა, რომელიც ლამის ყველა ფერეიდნელს პირზე ეკერა, თხოვნა სამშობლოში დაბრუნების, იმ მხარიდან გამოღწევის, უკან არდაბრუნების სურვილი.
წიგნში სტილური გამონათებებიცაა. ამბაკო ჭელიძე ხან აღწერს, ხან გვიამბობს, ხან ხატოვანია, ხანაც მკაცრი. იგი ფერეიდნელებზე, მათ ენასა და ბუნდოვან წარსულზე საუბრობს, რომელიც "შერჩენია დღემდე სუსტად, როგორც მგზავრის მიერ უდაბნოში დანთებული ცეცხლი, რომლის ყოველი ფერფლი მიაქვს ნიავს სივრცეში, უკან დაუბრუნებლად". აქ, ამ მხარეში, დღეები ციხის ძველი ნანგრევებივით დგანან, "კვირეები და თვეები აყუდებული არიან თვალწინ, როგორც მთების უძრავი გრეხილები...".
დაბოლოს, სიუჟეტი მინდა დავასრულო ერთი "მოუთავებელი" (როგორც ავტორი ამბობს) ქართული ლექსით, რომელიც ამბაკო ჭელიძემ მოისმინა ფერეიდნელებისგან ჯერ კიდევ ფერეიდანში ჩასვლამდე: "გადი–გამოდიან ჩიტები, მე შენ როგორ შემეჭიდები".

ნაშრომი ყურადღებას იქცევს იმით, რომ ძალიან დეტალიზებულია. ბევრ ყოფით რეალიას ახლოდან გვაცნობს ფერეიდნელი ქართველებისას და ჩემთვის ორმაგად საინტერესო იყო ეს ...