გამომცემლობა "დიოგენემ" ახალი სერიის გამოშვება დაიწყო და ერთდროულად რამდენიმე ძალიან კარგი წიგნი გამოსცა. სერიას მარტივი სახელი დაარქვეს - "დიოგენეს ბიბლიოთეკა". სწორედ ამ სერიაშია სხვა წიგნებთან ერთად ცნობილი თანამედროვე ამერიკელი მწერლის, პოლ ოსტერის 2003 წელს დაწერილი რომანი "მისნის ღამე", რომელიც შესანიშნავად თარგმნა ქეთი ქანთარიამ.
ეს, თუ არ ვცდები, ოსტერის მეორე წიგნია, რომელზეც გადაცემას ვაკეთებ. პირველი ორი წლის წინ იყო, "ნიუ იორკული ტრილოგია", ასევე ქეთი ქანთარიას მიერ თარგმნილი, წიგნი, რომელიც თავად მთარგმნელს ოსტერის საუკეთესო წიგნად მიაჩნია:
"ჩემთვის "ნიუ იორკული ტრილოგია" ცალკე მდგომი წიგნია. მე ვთვლი, რომ ეს საუკეთესო რომანია ოსტერის, ან ორიდან ერთ-ერთი საუკეთესო. მეორე "ილუზიების წიგნია", რომელზე მუშაობასაც ახლა ვიწყებ. ამასაც "დიოგენე" გამოსცემს. მე ვთვლი, რომ პოლ ოსტერის რომანების უმეტესობა ერთ მთლიანობას ქმნის, რომელიც, თუ ოსტერი, როგორც ავტორი, მიღებული გყავს, ყველაფერს სხვა კალაპოტში აყენებს და ისე კითხულობ. ეს რომანი თავისთავად ძალიან საინტერესო და მომნუსხველია, რომელიც პირველი წაკითხვისას დიდ შთაბეჭდილებას ახდენს".
დააკვირდით ქეთიმ რა თქვა, "თუ ოსტერი, როგორც ავტორი, მიღებული გყავს...". სხვათა შორის, ეს მნიშვნელოვანი მომენტია ოსტერის კითხვისას, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე-მესამე რომანის შემდეგ აუცილებლად მოისვრი წიგნს და იტყვი, რომ მოგბეზრდა ეს მოსაწყენი მელანქოლიური ბოდიალი ნიუ-იორკის ქუჩებში. სხვათა შორის, ოსტერის შესახებ ასეთი საყვედური არაერთისგან გამიგონია. ასეთები, როგორც ჩანს, რაღაც განსაკუთრებულს ელიან ოსტერისგან, რაღაც ამოფრქვევებს. არადა, ოსტერი ძალიან იშვიათად იცვლის ტონალობას და ამას უნდა შევეგუოთ. ერთი სიტყვით, ოსტერი ან გესმის, ან არა. გაგებაში აქ რაიმე სირთულე არ იგულისხმება, არამედ აყოლა. უბრალოდ შეგიძლია აჰყვე მის სევდიან რიტმს და სიუჟეტურ თამაშებს და სიამოვნება მიიღო ნაცნობი სიტუაციებით და ფიქრებით. იგი რაღაცით კუნდერასაც ჰგავს, განსაკუთრებით მისი მთხრობელები, ავტორის ხმა, სიუჟეტური კონსტრუქციები, ჩარჩო ამბავი და შიდა ისტორიები, დროსთან დამოკიდებულება, დამთხვევის თეორიები, თემების, პერსონაჟების და მოტივების გამეორებები...
"მისნის ღამეშიც" ოსტერის წინა რომანებიდან ბევრი რამე მეორდება. სხვაგან თუ თამბაქოს ან წიგნების გამყიდველია, აქ მისტერ ჩანგს ვხვდებით, საკანცელარიო ნივთების გამყიდველს. ერთი უსინათლო მოხუცი ქალი აქაცაა, შინიდან ამ რომანშიც გარბიან და იკარგებიან, მთავარი გმირი აქაც მწერალია, ძველ ფოტოებს აქაც ათვალიერებენ და წარსულის მოგონებებისგან სახეები ჩამოსტირით. თხრობა აქაც დახლართულია, ჩარჩო ამბავში ბევრი სხვა წვრილ-წვრილი ისტორიაა ჩასმული, რომელშიც, თავის მხრივ, კიდევ რაღაც ამბებია მოთხრობილი და ზოგჯერ ისე ხდება, რომ ეს შიდა ამბავი პირველადი ისტორიის სარკულ ანარეკლს წარმოადგენს ანდა პირველადი ამბიდან აღწევს იქ, სადღაც, რომელიმე პერსონაჟი, ვთქვათ, მთხრობელის მეგობარი. მაგალითად, მწერალი ჯონ ტრაუზე ძირითად ამბავშიც მონაწილეობს, იგი მთხრობელის მეგობარია, და იმაშიც, რომელსაც მთხრობელი წერს, აღმოჩნდება, რომ მისი ერთ-ერთი პერსონაჟი კარგად იცნობდა ჯონ ტრაუზეს - იგი მასთან ერთად იბრძოდა.
რომანი იმით იწყება, რომ სიდნი ორი, მწერალი, პროტაგონისტი, მთავარი გმირი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ აზრზე მოდის, 157-ე გვერდზე კი მისი სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმის წინასწარმეტყველურ სიუჟეტს ვიგებთ - ფილმის გმირი მუსიკოსია, რომელიც ასევე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ თანდათანობით გონს მოდის და "საკუთარი ცხოვრების ხელახლა შეკოწიწებას ცდილობს". 180-ე გვერდზე სიდნის მეუღლე, გრეისი ჰყვება სიზმარს, რომელიც ძალიან საეჭვოდ ჰგავს მის მიერ ლურჯ პორტუგალიურ რვეულში ჩაწერილ ამბავს. ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია და ახლა ყველას ჩამოთვლა და სრული ქსლის გაშიფვრა შორს წაგვიყვანდა.
მე მგონი, არ ღირს იმაზე საუბარი, რომ ოსტერი ინტერტექსტების მწერალია. იგი შემთხვევით არც ერთ სატელიტ ავტორს არ ირჩევს. ეს ავტორები ზოგჯერ მეორდება, ზოგი კი პირველად გვხვდება ხოლმე. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ხაზი სათავეს იღებს დეშილ ჰემეტის "მალტის მიმინოს" ერთი ეპიზოდიდან, სადაც სემ სფეიდი მის ო'შონესის საკუთარი ცხოვრებიდან გაუჩინარებული ადამიანის იგავს უყვება. აქვე შეიძლება გადავეყაროთ თოროს, "რომელსაც სახლში სამი სკამი ედგა, ერთი - მარტოობისთვის, მეორე - მეგობრობისთვის და მესამე - საზოგადოებისთვის". სხვები ვინ არიან? რა თქმა უნდა, ნათანიელ ჰოთორნი, სემუელ ბეკეტი, "ფილმ ნუარი", ვილემ დე კუნინგის და ვან ველდეს ნახატები. ჰერბერტ უელსი არ მოსწონს, მთხრობელს მისი "დროის მანქანის" გადაკითხვა უწევს და იგი ყოველნაირი მოლოდინის გამაწბილებელ წიგნად მოეჩვენება: "მოუქნელად გამოჩორკნილი, უხეირო ნაწერი, სათავგადასავლო ჟანრის საფარქვეშ ცუდად შენიღბული სოციალური კრიტიკა, არც ისე და არც ასე რომ არ ვარგოდა".
"მისნის ღამეში" კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ოსტერი ნამდვილი ქალაქის მწერალია, ქალაქური ტექსტების მთხზველი. როდესაც ოსტერს რაიმეს ზუსტად აღწერა ან რომელიმე გრძნობის დეტალურად გადმოცემა სურს, იგი ქალაქს იშველიებს. აი, მაგალითად, პირველივე აბზაცებში, როდესაც მთხრობელი ავადმყოფობით გამოწვეულ თავის მძიმე მდგომარეობას აღწერს, პირველ რიგში, ქალაქთან კონტაქტზე ამახვილებს ყურადღებას: "მთელი ცხოვრება ნიუ-იორკში გავატარე, მაგრამ მის ქუჩებს და გამვლელ-გამომვლელს ალღოს ვეღარ ვუღებდი და ყოველ ჯერზე, როცა სასეირნოდ გავდიოდი, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც უცხო ქალაქში დაკარგული კაცი".
ქეთი ქანთარია "ილუზიების წიგნის" გარდა კიდევ ერთ საინტერესო ტექსტზე მუშაობს ირმა ტაველიძესთან ერთად. ესაა ოსტერის და ჯონ კუტზეეს მიმოწერა, რომელიც ჯერ ამერიკაშიც არ გამოცემულა. ეს წიგნი პარალელურად ითარგმნება და შეიძლება ამერიკულ გამოცემასთან ერთად გამოვიდეს ჩვენთანაც, ანდა სულაც დაასწროს დედანს, ვინ იცის. თუნდაც ამ ზემოხსენებული მიმოწერის თარგმნა უკვე ბევრ რამეს ნიშნავს, კერძოდ კი, იმას, რომ გამომცემლები მხოლოდ მკითხველთა გარკვეული წრის ზერელე დაკვეთებზე არ მუშაობენ, არამედ ისეთ წიგნებსაც გამოსცემენ, რომლამდეც ცოტა შორი გზა უნდა გაიაროს მკითხველმა. ამაზე ქეთი ქანთარიამ ასეთი რამე მითხრა:
"ჩემი აზრით, კარგი იქნება, რომ ითარგმნებოდეს არა მინიმუმი იქიდან, რაც სათარგმნია, როგორც ახლა ხდება, არამედ ზოგიერთი ისეთი, თითქოს არც ისე აუცილებელი წიგნი. ეს მე კარგი ნიშანი მგონია რაღაც პროცესის, როცა გამომცემლობები მუშაობენ მკითხველზე, რომელიც საყვარელი ავტორების გარშემოც ეძებენ საკითხავს".
ასეთი ძიება დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძიება და აღმოჩენები, რომელიც ამ ძიებებს აგვირგვინებს. არა ისეთი წიგნების "აღმოჩენა", რომელზეც ყველა ლაპარაკობს, არამედ წიგნი, რომელიც ხანდახან მხოლოდ შენთვის დაწერილი გგონია ხოლმე.

მე მგონი, არ ღირს იმაზე საუბარი, რომ ოსტერი ინტერტექსტების მწერალია. იგი შემთხვევით არც ერთ სატელიტ ავტორს არ ირჩევს ...

ჩემი აზრით, კარგი იქნება, რომ ითარგმნებოდეს არა მინიმუმი იქიდან, რაც სათარგმნია, როგორც ახლა ხდება, არამედ ზოგიერთი ისეთი, თითქოს არც ისე აუცილებელი წიგნი ...ქეთი ქანთარია