ლი ჰარვი ოსვალდის ბელორუსული ოდისეა
Your browser doesn’t support HTML5
თუკი გაინტერესებთ, ვინ იყო ლი ჰარვი ოსვალდი, უნდა იცოდეთ, სად იმყოფებოდა ის 1960-იანი წლების დამდეგს. 1960-62 წლებში ის ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქ მინსკში ცხოვრობდა. აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის 50 წლისთავთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ ექსკლუზიური ინტერვიუები აიღო ადამიანებთან, რომლებიც მინსკში ცხოვრების პერიოდიდან იცნობდნენ ოსვალდს - ჯონ კენედის სავარაუდო მკვლელს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენი რესპონდენტები - მათ შორის საბჭოთა ბელორუსიის ყოფილი ლიდერი სტანისლავ შუშკევიჩი - კამერის წინ ჰყვებიან ამ ამბებს.