2013 წლის 22 ნოემბერს აღინიშნება აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობის 50-ე წლისთავი. პრეზიდენტი კენედი დალასში მისი მკვლელობისას 46 წლისა იყო. არსებობს კენედის ცხოვრების ღირსშესანიშნავი მომენტების ამსახველი ფოტოგრაფიები: ჯონ კენედი მშობლებთან და და-ძმებთან ერთად; ცხარე დაპირისპირებები 1960 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს; მასზე თავდასხმა დალასში; მისი დაკრძალვა.
ჯონ ფიცჯერალდ კენედი: მისი ცხოვრება ფოტოგრაფიებში

1
ჯონ ფიცჯერალდ კენედის მამა ჯოზეფ კენედი (მარცხნიდან მეორე) და დედა როუზი (მარცხნიდან მესამე) ლონდონში 1938 წელს ჯონ კენედის და-ძმებთან (მარცხნიდან მარჯვნივ): კეთლინთან, ედვარდთან (ტედთან), პატრიშასთან, ჯინთან და რობერტთან ერთად.

2
ჯონ ფიცჯერალდ კენედი და მისი უფროსი ძმა, ჯოზეფ პატრიკ კენედი უმცროსი, მამასთან, ჯოზეფთან ერთად, საუთჰემპტონში, ინგლისში, ფრანგული საკრუიზო ლაინერის, "ნორმანდის" გემბანზე 1938 წლის 2 ივლისს, აშშ-დან ჩამოსვლის შემდეგ. ჯოზეფი 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე დაიღუპა.

3
საპატრულო ნაღმოსნის, PT-10-ის ეკიპაჟი, მათ შორის აშშ-ის საზღვაო ფლოტის ლეიტენანტი, ჯონ ფიცჯერალდ კენედი (მარჯვნივ), წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ არეალში, გუადალკანალთან, 1943 წლის ივლისში.

4
საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ჯონ ფიცჯერალდ კენედი 1960 წლის 14 მაისს ნიუ-იორკში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

5
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, რიჩარდ ნიქსონი და მისი მეტოქე დემოკრატიული პარტიიდან, ჯონ კენედი მათ შორის აზრთა სხვადასხვაობაზე კამათობენ საპრეზიდენტო კანდიდატების პირველი ეროვნული სატელევიზიო დებატების დროს, ჩიკაგოს ტელევიზიის სტუდიაში, 1960 წლის 26 სექტემბერს.

6
კენედი, როგორც აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი, საზეიმო ფიცს დებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომრის, ერლ უორენის თანდასწრებით ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობის წინ, 1961 წლის 20 იანვარს.

7
1961 წლის 26 მაისს პრეზიდენტი კენედი სიტყვით გამოდის აშშ-ის კონგრესში და კანონმდებლებს მიმართავს თხოვნით, გამოყონ თანხები 1970 წლამდე პირველი ადამიანის გასაშვებად მთვარეზე .

8
1961 წლის ივნისში პრეზიდენტი კენედი და საბჭოთა ლიდერი, ნიკიტა ხრუშჩოვი მიემართებიან მათი პირველი მოლაპარაკებების ადგილისკენ ვენაში. ეს შეხვედრა შედგა ერთი წლით ადრე, სანამ დაიწყებოდა "კუბის სარაკეტო კრიზისი", როცა კენედიმ ბრძანა კუბის ბლოკადა მას მერე, რაც საბჭოთა კავშირი კუნძულზე რაკეტების ჩატანას შეუდგა.

9
პრეზიდენტი კენედი თავის ქალიშვილ კეროლაინთან და ვაჟ ჯონ უმცროსთან ერთად თეთრი სახლის ოვალურ ოთახში, 1962 წლის 10 ოქტომბერს.

10
პრეზიდენტი კენედი თეთრ სახლში ხელს აწერს განცხადებას კუბაზე შეტევითი იარაღის განთავსების შეწყვეტის მოთხოვნით "კუბის სარაკეტო კრიზისის" დროს, 1962 წლის ოქტომბერში.