მიროსლავ ლაიჩაკი და მიხეილ ჯანელიძე სავიზო ლიბერალიზაციაზე
Your browser doesn’t support HTML5
5 ოქტომბერს, ბრიუსელში, ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა შეიმუშავა ერთიანი პოზიცია, რომლის საფუძველზეც უნდა დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე. ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრობენ სლოვაკეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები მიროსლავ ლაიჩაკი და მიხეილ ჯანელიძე (ოპერატორი - მარეკ ჰაიდუკი).