„სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“ - ამ დევიზით დაიწყო ახალი კამპანია საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ. მისმა წარმომადგენლებმა, ქუთაისის მერიის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოხალისეებთან ერთად, დაასუფთავეს ქალაქის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც პოლიეთილენის პაკეტებით, ბოთლებითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით იყო სავსე. ასეთი ნარჩენები დღის განმავლობაში მრავლად გროვდება ქუთაისის, პრაქტიკულად, ყველა უბანში, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა არც ურნების სიმცირეს უჩივის და არც დასუფთავების სამსახურის მუშაობას. ამიტომ ქალაქის დანაგვიანებისთვის ქუთაისელები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.