2012 წლის აპრილში მდინარე ენგურზე 650 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის - ხუდონჰესის - მშენებლობა იწყება. ჰიდროელექტროსადგურის მშენებელი კომპანიის, Trans Electrica Limited-ის წარმომადგენლებმა სოფელ ხაიშის მოსახლეობასთან პირველი შეხვედრა გამართეს. შეხვედრა, რომელიც თითქმის სამ საათს გაგრძელდა, ემოციური და ხმაურიანი გამოდგა.
Trans Eleqtrika Limited-ის წარმომადგენლებმა ხაიშის მოსახლეობას შეხვედრაზე ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების წინასწარი ანგარიში გააცნეს. საქმე ისაა, რომ ხუდონჰესისთვის დაახლოებით 200 მეტრის კაშხლისა და რეზერვუარის მშენებლობა სოფელ ხაიშის დატბორვას გამოიწვევს, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლების სოფლიდან გასახლება გახდება საჭირო. საუბარია 528 ჰექტარი მიწის ფართობის დატბორვაზე. დატბორვის საფრთხის წინაშე კი 250-მდე ოჯახი დგას. Trans Eleqtrika Limited -ი მზადაა ხაიშის მოსახლეობას კონკრეტულად შემუშავებული განსახლების გეგმა წარუდგინოს. თავად მოსახლეობის ნაწილი გადასახლების პერსპექტივას გაგებით ეკიდება, ნაწილს კი საცხოვრებელი ადგილის დატოვება არ სურს:
” სახელმწიფოს ინტერესებს ყველანაირად ვიზიარებთ, მაგრამ სახელმწიფოც უნდა შევიდეს ხალხის მდგომარეობაში.“
” აფხაზები შემოვარდნენ და წაგვართვეს ეს ტერიტორია თუ რა, ვერ გავიგე, ახლა ვიღაცა მოვიდეს და სადღაც ჩასახლება გადამიწყვიტოს. ეს კომუნისტების დროს მოხდა, რომ ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა გადაუწყვიტა, თორემ ახლა ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში”, თქვეს ხაიშელებმა შეხვედრაზე.
კომპანია Trans Eleqtrika Limited-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა წერეთელმა კი, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ შეხვედრაზე კომპანია ხაიშელებთან სათანამშრომლოდ გაწვდილი ხელით მივიდა და ვალდებულებას იღებს მოსახლეობის სოციალური საკითხები ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებამდე მოაგვაროს.
” მიმდინარეობს კვლევა და ორშაბათს ჩაერთვება საქართველოს მიწის მესაკუთრეთა დაცვის ასოციაცია, რომელიც დეტალურად შეისწავლის განსახლების საკითხს. დაიდება ამ კვლევის შედეგები და მერე ინვესტორი სახელმწიფოსა და მოსახლეობასთან ერთად განსაზღვრავს, რა შევთავაზოთ მოსახლეობას”, უთხრა ტელეკომპანია ”მაესტროს” ინდურ-ინგლისური კომპანია Trans Eleqtrika Limited-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა წერეთელმა.
საქართველოს მთავრობამ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება ხუდონჰესის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შესახებ 2007 წელს გააფორმა. 2011 წლის 21 აპრილის მთავრობის სხდომაზე, სადაც პრაქტიკულად გამოცხადდა ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ კვლევა სასურველი შედეგით დასრულდა:
”შესწავლამ დაადასტურა, რომ ხუდონის მშენებლობა არის მომგებიანი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ინვესტიციები იქნება განხორციელებული და საკმაოდ რთული იქნება მისი მშენებლობა. მიუხედავად ამისა, ტექნიკურადაც შესაძლებელია მისი მშენებლობის განხორციელება და ეკონომიკურადაც მისაღებია, დღევანდელი ბაზრის კონიუნქტურის გათვალისწინებით.”
საპროექტო გათვლებით, ხუდონჰესის მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 6 წელიწადში უნდა დასრულდეს. პროექტში დაახლოებით 1 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია იგეგმება. აქედან 600 მილიონი დოლარი კაშხლის მშენებლობისთვისაა განკუთვნილი, 400 მილიონი კი მოსახლეობის განსახლებასა და სოციალურ მოთხოვნილებებს მოხმარდება. ხუდონჰესი ქვეყანაში სიმძლავრით მეორე ჰესი იქნება, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, მოგებას 2017 წლიდან მოიტანს, როდესაც, სადგურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, ქვეყნიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება განხორციელდება.
მდინარე ენგურზე ხუდონის კაშხლის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო, თუმცა მოსალოდნელი ეკოლოგიური პრობლემების გამო, საპროტესტო აქციების მძლავრი ტალღის ფონზე, შეჩერდა. საქართველოს მთავრობამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება 2005 წელს მიიღო. მას შემდეგ ხუდონჰესის მოსალოდნელ ზიანსა და სარგებელზე დისკუსიამ აქტუალობა შეიძინა არა მარტო სპეციალისტთა წრეებში, არამედ სამოქალაქო სექტორშიც. განსაკუთრებით აქტიურობენ გარემოსდამცველები. უახლოეს დღეებში - კერძოდ, 11 ნოემბერს - ხუდონჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები და მხარდამჭერები თავიანთ მოსაზრებებს შეაჯერებენ შეხვედრაზე, რომელზეც ხუდონჰესის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების წინასწარი ანგარიშის განხილვა გაიმართება. გარემოსდამცველების ერთი ნაწილი - მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივა” - სვანეთის მიკროკლიმატის შეცვლის საფრთხესთან ერთად, საგანგებოდ გამოყოფს ხაიშის მოსახლეობის მდგომარეობას.
”როცა ჩატარდა განხილვები, მოსახლეობის დიდი ნაწილი იძახდა, ჩვენ არ გვინდა გადასახლებაო. თუმცა იმასაც იძახდნენ, 30 წელია არ გვეძლევა იმის საშუალება, რომ ნორმალურად ვიცხოვროთო. ეს ადამიანები ერთხელ უკვე იყვნენ გადასახლებულები საბჭოთა ხელისუფლების მიერ ქვემო ქართლში. როგორც ისინი აღწერენ, ეს არ იყო ის პირობები, რომელსაც ისინი იყვნენ შეჩვეულნი და როგორც კი მოეცათ საშუალება, დაბრუნდნენ”, ამბობს ”მწვანე ალტერნატივის” ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე.
სოფელ ხაიშის გარდა, დატბორვის საფრთხე სხვა სოფლებსაც ემუქრებათ. მანანა ქოჩლაძე ვარაუდობს, რომ ამ პროექტის შედეგად დაახლოებით 3 ათასამდე ადამიანის გადასახლება გახდება საჭირო.
ხუდონჰესის მილიარდიანი ინვესტიციიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 400 მილიონი დოლარი მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოსაგვარებლადაა გათვალისწინებული. გარემოზე ხუდონჰესის ზემოქმედებისა და ზიანის შესამცირებლად საჭირო ზომების შესახებ დასკვნაზე მუშაობა, სავარაუდოდ, თებერვალში დასრულდება. ხაიშის მოსახლეობის წინაშე განსახლების კონკრეტული გეგმით Trans Eleqtrika Limited-ი ამის შემდეგ წარდგება.