Kayakata-მ საკუთარ თავს (და კიდე ბარეორს) გადააჭარბა

ახალი ალბომი თავიდან ბოლომდე კარგად ვერ მოვისმინე, მაგრამ რაც ვნახე, ცეცხლი და ნაპალმია.

კარგად რომ ვერ მოვისმინე აი, ამის ბრალია:

ყოველ ჩართვაზე ვფიქრობდი, აი, ეხლა მოვრჩები და სხვებს ჩავუჯდები მეთქი.

კი, აბა!

მეორე დღეა - ჩავრთავ, ვუსმენ და აღარ ვიცი, მერამდენე ლუპზე, მერამდენე წრეზე ვარ.

სხვებსაც მოწონთ. თითო დარეფრეშებაზე მგონი ათასი ნახვით მეტი აქვს.

არ ვიცი, ზოგადი გენგეგმა რა აქვთ, მაგრამ წესით გადაჭარბებით უნდა ასრულებდნენ.