ღვინო ადამიანივითაა, მისი ნდობა უნდა მოიპოვოთ
Your browser doesn’t support HTML5
30 მაისს პრაღაში ღვინის ჩეხმა სპეციალისტებმა და მოყვარულებმა დააჭაშნიკეს დასავლეთ საქართველოს მცირე საოჯახო მეღვინეობების ნაწარმი ნატურალური ქვევრის ღვინო იმერეთიდან და რაჭიდან. ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა „ენპარდის“ ჩარჩოებში, ქართველ მეღვინეებს ხელს უწყობს ორგანიზაცია „ადამიანი გასაჭირში“. მათი მიზანია, ევროპელები დააინტერესონ ტრადიციული მეთოდით წარმოებული ბიოლოგიური ღვინით.