ჟენევაში ხუთშაბათს დაიწყო მოლაპარაკება ირანსა და მსოფლიოს ექვს სახელმწიფოს შორის თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. ამ ორდღიან შეხვედრაში, რომელსაც 5+1-ის სახელით მოიხსენიებენ, ირანთან ერთად აშშ-ის, რუსეთის, ბრიტანეთის და საფრანგეთის, ასევე ჩინეთისა და გერმანიის, ანუ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებისა და გერმანიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.