თალიბანის სახელით საქართველოსადმი მუქარის შემცველი ვიდეორგოლი ინტერნეტსივრცეში ოკუპირებული აფხაზეთიდან ატვირთა ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევმა, რომელიც სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს - ამის შესახებ დღეს განაცხადა საქართველოს შსს-მ. მისი განმარტებით, საქმე გახსნილია, თუმცა დანაშაულის ხასიათიდან და გამოძიების სპეციფიკიდან გამომდინარე საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია ლიმიტირებულია.
სამინისტროს განცხადებით, ”მტკიცებულებათა ერთობლიობით უდავოდ დადგენილია, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტმა სამარ ჩოკუტაევმა დანაშაული საქართველოს მიერ არაკონტროლირებულ ტერიტორიაზე ჩაიდინა და 2013 წლის 4 ივნისს მომხმარებელ Hammad Zaman-ის სახელით ინტერნეტ სივრცეში განათავსა ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროებისა და საქართველოს პრეზიდენტისადმი მუქარის შემცველი ვიდეორგოლი.”
შსს-ს ცნობითვე, მუქარის შემცველი ვიდეორგოლის შესაქმნელად გამოყენებული ვიდეომასალა მოპოვებულია თავისუფალი წვდომის ინტერნეტსივრციდან და რგოლის დასამზადებლად ავტორს არ დასჭირდა რომელიმე ქართული ტელეკომპანიის არქივთან უშუალო წვდომა. სამინისტროს განმარტებით, კვალის დაფარვის მიზნით, სამარ ჩოკუტაევმა გამოიყენა ქართული მობილური ოპერატორების ინტერნეტმოდემები, თავად ანძები კი, რომლებითაც ბრალდებულმა ისარგებლა, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა განლაგებული.
შსს დადგენილად აცხადებს იმასაც, რომ ჩოკუტაევმა მალაიზიაში წინასწარ მომზადებული სერვერის გამოყენებით, დაშიფრული ხაზით შეაღწია თბილისში, ორ სხვადასხვა მისამართზე მდებარე კერძო სტრუქტურათა ოფისების ინტერნეტქსელში და კვალის არევის მიზნით, იმგვარად ატვირთა მუქარის შემცველი ვიდეორგოლი, რომ შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს დანაშაული ამ ოფისების მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა ჩადენილი.
ოფიციალური ინფორმაციით, სამარ ჩოკუტაევს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და ამჟამად მისი ძებნა მიმდინარეობს. საქმის გამოძიებაში გაწეული დახმარებისათვის საქართველოს შსს-მ მადლობა გადაუხადა მოკავშირე ქვეყნების სპეცსამსახურებს.

Your browser doesn’t support HTML5