თალიბანის სახელით ივნისის დასაწყისში ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეომასალაზე, რომლის შექმნასაც ერთმანეთს აბრალებენ ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა”, 1 ივლისს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. დახურულ სხდომას არ ესწრებოდნენ დეპუტატები ”ნაციონალური მოძრაობიდან”, რადგანაც ეს პოლიტიკური ძალა ჯერ ისევ ბოიკოტის რეჟიმშია. გაჭიანურდა თუ არა მუქარის შემცველ ვიდეომასალებთან დაკავშირებული საგამოძიებო პროცესი?
გამოძიებას კონკრეტული დამნაშავეები ჯერ არ გამოუვლენია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ მედიას 1 ივლისს
შეატყობინა. საუბარია საგამოძიებო პროცესზე, რომელიც უკავშირდება 6 ივნისს ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეორგოლს, სახელწოდებით „თალიბანის ჯიჰადი ავღანეთში ქართველი სამხედროების წინააღმდეგ“. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურულ სხდომაზე მოისმინა:
”რამდენიმე ცრუ IP მისამართი იქნა კვალის არევის მიზნით, როგორც ჩანს, გამოყენებული. ამ მხრივ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი და ჩატარებულიც არის, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული პირებზე არ არის გასული გამოძიება".
თუკი მანანა კობახიძის სიტყვებით ვიმსჯელებთ, გამოძიების პროცესში ბევრი არაფერი შეცვლილა 19 ივნისის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში პროცესის სირთულეზე ილაპარაკა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დადგენილი IP მისამართი სულაც არ აიოლებს რეალურ დამნაშავეთა გამოვლენას. ”ეს არის გაკეთებული პროფესიონალების მიერ, რომელთაც ძალიან კარგად იცოდნენ, როგორ უნდა გაეკეთებინათ რამდენიმე ალიბი და გადაეფარათ რისკები”, - განაცხადა მინისტრმა და ისიც აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული ”ეს იყოს გაკეთებული იმ ადამიანის მიერ, რომელმაც ძალიან კარგად იცის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკურ-ოპერატიული საშუალებები და რესურსები”. მანამდე კი, რამდენიმე დღით ადრე, ირაკლი ღარიბაშვილმა უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რომ ვიდეორგოლი საქართველოდან აიტვირთა.
„ნაციონალური მოძრაობა“, რომლის წარმომადგენლებმაც, პოლიტიკური ბოიკოტის გამო, მონაწილეობა არ მიიღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 1 ივლისის სხდომაში, იმთავითვე ეჭვით უყურებდა თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეორგოლთან დაკავშირებულ გამოძიებას. გავიხსენოთ, რომ პროცესისადმი უნდობლობაზე ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალა ჯერ კიდევ 10 ივნისს ალაპარაკდა - საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გივი თარგამაძემ საპარლამენტო კომისიის შექმნაც კი მოითხოვა.
იმ დროს ასეთი კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავდა უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი ბესიკ ალადაშვილი, რადგან, მისი თქმით, პროცესში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაწილეობის გამო უნდობლობის საფუძველი არ არსებობდა. მართალია, ნდობასთან დაკავშირებული საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არც ამჯერად დაუყენებია, მაგრამ, როგორც ბესიკ ალადაშვილმა 1 ივლისს უთხრა რადიო თავისუფლებას, გამოძიება შესამჩნევად გაჭიანურდა:
”იყო მინიშნებები, რომ გავიდნენ კვალზე და ასე შემდეგ... იმის შემდეგ გავიდა საკმაოდ დიდი დრო. ლოგიკურად, ამდენი ხანი არ უნდა სჭირდებოდეს. რა მიზეზია, ვერ გეტყვით, მაგრამ ამდენი დრო ნამდვილად არ უნდა სჭირდებოდეს”.
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურისთვის ძნელი სათქმელია, გაჭიანურდა თუ არა საგამოძიებო პროცესი. თუმცა მას საკმაოდ სერიოზულ ნაკლად მიაჩნია ის გარემოება, რომ, საზოგადოების მაღალი ინტერესის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოების ინფორმირებაზე სათანადოდ არ ზრუნავს:
”შინაგან საქმეთა სამინისტროს პერიოდულად მაინც უნდა მიეწოდებინა საზოგადოებისთვის ინფორმაცია, თუ რა ხდება ამ მიმართულებით. ეს, რა თქმა უნდა, შექმნიდა საზოგადოებაში იმ განწყობას, რომ ამას ყურადღებას აქცევს სამინისტრო და, შესაბამისად, უნდა მაქსიმალურად, რომ გარკვეულ შედეგამდე მივიდნენ. ახლა ჩვენ რასაც ვხედავთ, ის არის, რომ ჩვენ ვეკითხებით, რაც არ არის მიზანშეწონილი”.
საგამოძიებო პროცესის სანდოობის გამოსაკვეთად, მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს საგამოძიებო პროცესში ამერიკელი სპეციალისტების მონაწილეობის ფაქტორი, თუმცა ეს თემა ასევე არაერთხელ იქცა ურთიერთბრალდებების მიზეზად. აშკარაა, რომ მუქარის შემცველი ვიდეომასალების უკან ერთმანეთს ხედავდნენ ”ქართული ოცნება” და ”ნაციონალური მოძრაობა”. სახელდებოდა კონკრეტული გვარებიც.
გამოძიებას კონკრეტული დამნაშავეები ჯერ არ გამოუვლენია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ მედიას 1 ივლისს
რამდენიმე ცრუ IP მისამართი იქნა კვალის არევის მიზნით, როგორც ჩანს, გამოყენებული. ამ მხრივ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი და ჩატარებულიც არის, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული პირებზე არ არის გასული გამოძიება...მანანა კობახიძე
”რამდენიმე ცრუ IP მისამართი იქნა კვალის არევის მიზნით, როგორც ჩანს, გამოყენებული. ამ მხრივ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი და ჩატარებულიც არის, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული პირებზე არ არის გასული გამოძიება".
თუკი მანანა კობახიძის სიტყვებით ვიმსჯელებთ, გამოძიების პროცესში ბევრი არაფერი შეცვლილა 19 ივნისის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში პროცესის სირთულეზე ილაპარაკა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დადგენილი IP მისამართი სულაც არ აიოლებს რეალურ დამნაშავეთა გამოვლენას. ”ეს არის გაკეთებული პროფესიონალების მიერ, რომელთაც ძალიან კარგად იცოდნენ, როგორ უნდა გაეკეთებინათ რამდენიმე ალიბი და გადაეფარათ რისკები”, - განაცხადა მინისტრმა და ისიც აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული ”ეს იყოს გაკეთებული იმ ადამიანის მიერ, რომელმაც ძალიან კარგად იცის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკურ-ოპერატიული საშუალებები და რესურსები”. მანამდე კი, რამდენიმე დღით ადრე, ირაკლი ღარიბაშვილმა უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რომ ვიდეორგოლი საქართველოდან აიტვირთა.
იყო მინიშნებები, რომ გავიდნენ კვალზე და ასე შემდეგ... იმის შემდეგ გავიდა საკმაოდ დიდი დრო. ლოგიკურად, ამდენი ხანი არ უნდა სჭირდებოდეს. რა მიზეზია, ვერ გეტყვით, მაგრამ ამდენი დრო ნამდვილად არ უნდა სჭირდებოდეს...ბესიკ ალადაშვილი