აზერბაიჯანი იუწყება მთიანი ყარაბაღის გამო განახლებული დაპირისპირების შედეგად დაღუპულების რიცხვის მატების შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ კიდევ ერთი აზერბაიჯანელი დაიღუპა, რის შედეგადაც 16-მდე გაიზარდა უმეტესწილად ეთნიკური სომხებით დასახლებულ, მაგრამ აზერბაიჯანში მდებარე რეგიონში ბრძოლის მსხვერპლთა რიცხვი. მეორე მხრივ, სომხეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები იუწყებიან, რომ მათ რიგებში 18 ადამიანია დაღუპული 2 აპრილს ბრძოლის დაწყების შემდეგ. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ კონფლიქტის გამწვავებაში. რუსეთის, შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის წარმომადგენლები, რომლებიც წლებია შუამავლობენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად, ვენაში გამართავენ მოლაპარაკებას.