სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს 3 აპრილს მთიანი ყარაბაღის ქალაქ მარტაკერტიდან ჭურვები დაუშინეს. მოწინააღმდეგეები ერთმანეთისგან 3 კილომეტრით არიან დაშორებული. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლს მსხვერპლი მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილმა დატოვა ქალაქი მარტაკერტი.