„მოქალაქე“ - ამ სახელწოდებით 23 იანვარს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა. ორგანიზაციის ოფიციალურ პრეზენტაციას იგი 28 იანვარს გამართავს და, შესაბამისად, ახალი სახით დაუბრუნდება აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. რა გავლენას მოახდენს ამით ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაზე?
„მოქალაქის“ პოტენციური პერსპექტივის განსაზღვრა საზოგადოებას ჯერჯერობით მხოლოდ წესდების მიხედვით შეუძლია. წესდების თანახმად, ორგანიზაციის მთავარი მიზანი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაა, ამ მიზნის მისაღწევად კი ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ, სოციალურ, საგანმანათლებლო და კულტურულ განვითარებას; იზრუნებს საქართველოში დამოუკიდებელი და პასუხისმგებელი მედიის განვითარებისთვის; იღვაწებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და განმტკიცებისათვის; შეიმუშავებს საქართველოს ტერიტორიაზე მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის კონცეფციას; იზრუნებს ეროვნული მეურნეობის აღდგენასა და განვითარებაზე; გამოკვეთს საქართველოს როლს და შესაძლებლობებს მიმდინარე გლობალურ და რეგიონალურ პროცესებში; პარტნიორულ ურთერთობებს დაამყარებს სახელმწიფო დაწესებულებებთან, ბიზნესწრეებთან, საგანმანათლებლო ცენტრებთან; ხელს შეუწყობს სახელმწიფოში სასამართლოს უზენაესობის პრინციპების დამკვიდრებას და სხვ. - ჩამონათვალი ვრცელია, ორგანიზაციის პროფილი კი -ფართო და მრავალმხრივი, რაც პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას აფიქრებინებს, რომ ყველა პრიორიტეტის განხორციელება ერთი ორგანიზაციის ფარგლებში შეუძლებელია და უმჯობესი იქნებოდა“მოქალაქე“ ერთ მთავარ საკითხზე ყოფილიყო ფოკუსირებული. ფაქტობრივი რეალობის გათვალისწინებით კი, კორნელი კაკაჩია არ გამორიცხავს, რომ საქმე გვქონდესერთგვარ იურიდიულ სვლასთან, როცა წინასწარ განზრახულად იკვეთება ბევრი
მიმართულება, რათა, სამომავლოდ, საჭიროების შემთხვევაში, საქმიანობის გაფართოების გადაწყვეტილების მიღებისას, სამართლებრივი პრობლემები არ შეიქმნას. კორნელი კაკაჩიას, ზოგადად, რჩება შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს წაუგებელი თამაში ითამაშოს:
“პირველ რიგში, ცდილობს, რომ ის იმიჯი, რომ ის პრემიერ-მინისტრი იყო, ნელ-ნელა მოიშოროს და ცოტა ხანში წამოსწიოს ახალი იმიჯი ივანიშვილისა, რომელიც, ასე ვთქვათ, არის საზოგადოების მფარველი, დემოკრატიის დამცველი და, ასე ვთქვათ, ხალხს ეხმარება საზოგადოებრივი პოზიციებიდან და თანდათანობით ახალი იმიჯი გამოკვეთოს. შემდეგ, შესაბამისად, ამაზე ააწყოს ეს პოლიტიკური კაპიტალი და რაღაცნაირად ნელ-ნელა დისტანცირება გააკეთოს“.
კორნელი კაკაჩია არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცოტა ხანში გარკვეულ საკითხებში თავის მიერვე დასმულ ხელისუფლებას დაუპირისპირდეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს, არანაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნია, რა პოზიციას დაიკავებს თავად ხელისუფლება მაშინ, როცა საქმე, სავარაუდოდ, „მოქალაქის“ შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაზიარებაზე მიდგება:
“რაღაც გარკვეული რისკი შეიძლება იყოს იმისა, რომ ეს ორგანიზაცია რასაც იტყვის, მას უფრო დიდი ყურადღება მიაქციოს მთავრობამ. ამის რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს და ის რეკომენდაციები უფრო გაითვალისწინონ, ვიდრე, ვთქვათ, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომელთაც არანაირი პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი არ გააჩნია მთავრობასთან. ეს რისკი არსებობს. მე არა მგონია, რომ, თუკი ასეთი ხედვა ექნება მთავრობას, ეს იყოს სწორი“.
ეკა გიგაური აქვე ამბობს, რომ,ზოგადად, ახალი მოთამაშის გამოჩენა სამოქალაქო სექტორში პოზიტიური მოვლენაა და არც ისაა გამორიცხული, რომ გარკვეული მიმართულებით იგივე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „მოქალაქე“ ცალკეულ საკითხებში თანამოაზრეებიც კი გახდნენ. თუმცა, მისივე თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ საზოგადოებაში ჩნდება კითხვა, რამდენად სანდო და მიუკერძოებელი შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია. ამ კითხვის არსებობას აღიარებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილიც, რომელიც, იმავდროულად, დარწმუნებულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ქვეყნის საკეთილდღეოდ იქნება მიმართული:
“ვნახოთ. რასაკვირველია, მიმზიდველია სათაური ამ ორგანიზაციის. გამიკვირდება, თუ ის არ იქნება მიკერძოებული, როგორც დამფუძნებელი და ლიდერი. ეს არ არის საქველმოქმედო ფონდი რაიმე - ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც, იმედი მაქვს, საკუთარი, სრულიად ღია ამოცანების გადაჭრა მოუწევს და ეს იქნება გამჭვირვალე საქმიანობა ქვეყნის საკეთილდღეოდ“.
„მოქალაქისა“ და ხელისუფლების ურთიერთობის პერსპექტივაზე, ისევე როგორც ახალ არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე, პასუხი ჯერჯერობით პრაქტიკულად არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, რომ ის თავადვე იქნება ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე, აღმასრულებელი დირექტორის პოსტს კი გიორგი საბანაძე დაიკავებს.
“გადაწყვეტილებაა მიღებული ასეთი გუნდში, რომ პირველ განცხადებას გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი, დამფუძნებელი. პირველად იგი უპასუხებს ყველა კითხვას, რაც კი საზოგადოებას აინტერესებს, და მერე, უკვე 28-ის შემდეგ, მე ვარ უკვე თქვენს სამსახურში“, – ამბობს „მოქალაქის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი საბანაძე.
მთავრობაში კი ბიძინა ივანიშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას მხოლოდ დადებითი შეფასებები მოჰყვა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფაქტს დავოსიდან გამოეხმაურა:
“რეალურად სამოქალაქო საზოგადოებას სჭირდება გაძლიერება, განვითარება და მე მიმაჩნია, რომ ბატონი ბიძინა ამ მიმართულებითაც მოახდენს ძალიან დიდ ძვრებს და ძალიან ბევრ სასიკეთო ცვლილებას ჩვენი ქვეყნისთვის“.
ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მთავრობის წევრთა შეფასებებს არ იზიარებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. ისინი ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად მართავს ქვეყნის ხელისუფლებას და მისი სამოქალაქო სექტორში გადასვლა ამ მიმართულებით არაფერს შეცვლის.

რეალურად სამოქალაქო საზოგადოებას სჭირდება გაძლიერება, განვითარება და მე მიმაჩნია, რომ ბატონი ბიძინა ამ მიმართულებითაც მოახდენს ძალიან დიდ ძვრებს და ძალიან ბევრ სასიკეთო ცვლილებას ჩვენი ქვეყნისთვის...ირაკლი ღარიბაშვილი