იშვიათი ჩეხური ლუდის ფესტივალი პრაღაში
Your browser doesn’t support HTML5
პრაღაში 11-დან 27 მაისამდე ჩატარდა ჩეხური ლუდის ფესტივალი, რომელიც ლეტნას მოედანზე გაიმართა. მასში მონაწილეობდა რამდენიმე ათეული ნაკლებად ცნობილი, მცირე ლუდსახარში. ჩეხური ლუდის ნაკლებად ცნობილ სახეობებს გაეცნობოდით 4000 მ2-ის კარავსა და მოედანზე, ღია ცის ქვეშ. ჩეხეთის რესპუბლიკა მსოფლიოში პირველ ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარების მხრივ.