ირანის პრეზიდენტის ვიზიტისას ვატიკანში ქანდაკებები დაფარეს

Your browser doesn’t support HTML5

26 იანვარს ვატიკანში გაიმართა რომის პაპის, ფრანცისკესა და ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის შეხვედრა. შეხვედრის ორგანიზატორები შეეცადნენ, ვიზიტი კიდევ უფრო კომფორტული ყოფილიყო სტუმრისთვის: რენესანსის პერიოდის ზოგიერთი ქანდაკება - მათ შორის ბევრი შიშველი ფიგურა - შეფიცრეს. იტალიის საინფორმაციო სააგენტო ანსა იტყობინება, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა როჰანის საპატივცემულოდ, რომლის ქვეყანა მკაცრად კონსერვატიული ისლამური სახელმწიფოა. ამ ვიდეოზე აღბეჭდილია დაფარული ქანდაკებები ვატიკანის კაპიტოლიუმის მუზეუმში, სადაც როჰანიმ კერძო გასეირნება მოაწყო იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცისთან ერთად. იტალიაში სტუმრობა ნაწილია როჰანის ევროპული ტურნესი. როჰანი ირანის პირველი პრეზიდენტია, რომელიც უკანასკნელი თითქმის 20 წლის განმავლობაში ეწვია ევროპას სახელმწიფო ვიზიტით.