რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებმა ამ სამსახურის დაარსებიდან, ანუ 2014 წლიდან, 2016 წლის ივნისამდე სახელფასო დანამატების სახით 300 ათას ლარზე მეტი მიიღეს. ამ თანხის, დაახლოებით, 20 %, ანუ 58 ათას ლარზე მეტი, დაერიცხა სააგენტოს თავმჯრომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს.
ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ „აუცილებელია აღმოიფხვრას სააგენტოს მიერ სახელფასო დანამატების ყოველთვიურად გაცემის დაუსაბუთებელი პრაქტიკა, თანამშრომლებზე დანამატების გაცემა მოხდეს მიზნობრიობისა და აუცილებლობის მკაცრი კონტროლის პირობებში“. - ამ თემის დეტალების შესახებ გიორგი გოგუა ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტს, თამთა მიქელაძეს.
Your browser doesn’t support HTML5