11 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი. ამ ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე მან ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას.
რადიო თავისუფლება: ჩიკაგოს სამიტამდე და სამიტის შემდეგაც ბევრს ლაპარაკობდნენ ნატოს და რუსეთის ახალ ურთიერთობაზე. როგორია რუსეთის მიმართ ნატოს დამოკიდებულება, ასე ვთქვათ, სსრკ-ს დანგრევის შემდეგ?
ჯეიმს აპატურაი: ნატო რუსეთს აღარ უყურებს როგორც საფრთხეს, ტერიტორიულ საფრთხეს ჩვენთვის. ასე რომ, ჩვენ დავიწყეთ მისიების მთელი რიგი: მშვიდობის შენარჩუნება, პარტნიორობები, კოლექტიური უსაფრთხოება, ავღანეთი, მეკობრეობასთან ბრძოლა, მაგრამ თან არასდროს დაგვვიწყებია ჩვენი უმთავრესი, ძირითადი როლი - დავიცვათ ჩვენი წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოება ნებისმიერი საშიშროებისაგან. ასე რომ, ნატო ძალიან შეიცვალა.
რადიო თავისუფლება: რა იყო, თქვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩიკაგოს სამიტზე, რით შევა ეს სამიტი ნატოს ისტორიაში?
ჯეიმს აპატურაი: ჩიკაგოს სამიტის მხრივ, ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ავღანეთს ეხებოდა. ეს იყო მისიის მომავლის დასახვა, რაც აჩვენებს ავღანელ ხალხს, რომ ჩვენ 2014 წლის შემდეგაც დავრჩებით, ახალ როლში. და მისიაში საქართველოს დიდი წვლილი სიგნალებს გზავნის მოკავშირეებთან, რომ ქვეყანას თავისი წვლილი შეაქვს უსაფრთხოებაში და ის მხოლოდ ამ უსაფრთხოების მიმღები არ არის. მეორე - ჩვენ ჩავრთეთ ანტისარაკეტო თავდაცვა. ეს მხოლოდ პირველი ფაზაა და იმედი გვაქვს, რომ რუსეთთან ამ საკითხზეც ვითანამშრომლებთ. მესამე - ჩვენ ვისაუბრეთ ფულზე და იმ ფაქტზე, რომ უფრო ნაკლები თანხა გვაქვს.
რადიო თავისუფლება: ამ სხდომებსაც ესწრებოდა პრეზიდენტი სააკაშვილი?
ჯეიმს აპატურაი: პრეზიდენტი სააკაშვილი ესწრებოდა 13 მთავარი წარმომადგენელი პარტნიორის შეხვედრას, რომლის მიზანიც, პირველ რიგში, მადლობის გადახდა იყო, მაგრამ ასევე ითვალისწინებდა მისიის მომავლის და ჩვენი პარტნიორობის გადახედვასაც. დაბოლოს, გაიმართა იმ 4 ქვეყნის შეხვედრა, რომლებიც ახლა ესწრაფვიან ნატოს წევრობას. ბევრმა განაცხადა, რომ ნატოს კარი ისევ ღიაა და სურთ, რომ ახლა ან მალე იხილონ ამ კარში შემოსული ქვეყნები, თუნდაც შემდეგ სამიტზე. ასე რომ, სამიტზე ძლიერი მესიჯები გავიგონე გაფართოებასთან დაკავშირებით, იმაზე ძლიერი, ვიდრე მე ან ბევრი სხვა ელოდა. და ეს საქართველოს მსგავს ქვეყნებს, პარტნიორებს, რომლებიც ნატოს წევრობისაკენ ისწრაფვიან, უნდა გაუხარდეთ. არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ წელს, მაგრამ გაფართოების ძლიერი ასპექტი ისიც არის, რომ ხალხი ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ერთ-ერთი, რაზეც, მაგალითად, ხორვატიას დიდი მუშაობა მოუწია, ის იყო, რომ ხალხისთვის უკეთესად გაეცნოთ ნატო და როდესაც ეს მოახერხეს, მხარდაჭერაც სწრაფად გაიზარდა. მაგრამ ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, საქართველოში არ არის, რაც ძალიან კარგია. ამასთანავე, როგორც აღვნიშნე, საქართველო ხელს უწყობს არა მარტო ნატოს ოპერაციებს და მისიებს, არამედ რეგიონალურ უსაფრთხოებასაც. თბილისმა იტვირთა მნიშვნელოვანი როლი - გააერთიანოს კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნები ერთმანეთთან. ეს ძალიან დასაფასებელია. ამ როლის თამაში საქართველოს ყველა სხვა დანარჩენ ქვეყანაზე უკეთესად შეუძლია, ამიტომ ჩვენ ამას მივესალმებით. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ნატოსთან მიახლოების საძირკვლის ჩაყრას და საქართველო მიუახლოვდა ნატოს.
რადიო თავისუფლება: გამოდის, რომ პრობლემა არ არის - საქართველო ხდება ნატოს წევრი?
ჯეიმს აპატურაი: მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი უსაფრთხოების სტრუქტურების მხრივ. საარჩევნო რეფორმა და კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიული სისტემა, ყველასათვის თანაბარი გარემო - ეს ისაა, რასაც მოკავშირეები ძალიან ყურადღებით აკვირდებიან. რა თქმა უნდა, არჩევნები მოდის და საქართველოს მთავრობა რაც შეიძლება უმაღლეს სტანდარტებს დაგვპირდა. ასე რომ, ჩვენ ამას ველით.
რადიო თავისუფლება: არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გაფართოება უნდა დასრულდეს, რომ ნატო არ არის მოსაცდელი დარბაზი ქვეყნებისთვის, რომელთაც მხოლოდ და მხოლოდ, ასე ვთქვათ, ”ანგარება” ამოძრავებთ.
ჯეიმს აპატურაი: ვფიქრობ, კითხვა არ უნდა იმას, რომ გაფართოება ნატოსთვის ხელსაყრელი იყო. ახალ წევრებს ორი არსებითი რამ მოაქვთ: პირველი არის ძლიერი ვალდებულება იმ ფასეულობების მიმართ, რაზეც ნატოა დამყარებული. ეს ის არის, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ და მოწადინებულნი არიან უზრუნველყონ, რომ ნატომ გააგრძელოს ამ ფასეულობებისათვის ბრძოლა. ასე რომ, დაღლილი და ცინიკური არავინაა. ისინი ერთგულები არიან იმის მიმართ, რაც უნდოდათ და სურთ, რომ ნატომ იარსებოს. მე არასდროს, არც ერთხელ არ გამიგია ჩივილი იმის შესახებ, რომ ახალ წევრებს წვლილი არ შეაქვთ. პირიქით, მე ვფიქრობ, - ჩვენ ნამდვილად ვგრძნობთ, - რომ ამ გაფართოებით ძალიან ვიხეირეთ. ამიტომაც გვაქვს ამ პროცესის გაგრძელების სურვილი.
რადიო თავისუფლება: მიუხედავად ამისა, ლაპარაკობენ იმაზე, რომ ფინანსურმა კრიზისმა ნატოზეც იმოქმედა. ჭორიც კი გავრცელდა, თითქოს ბრიუსელის ოფისს ნატო ვეღარ ინახავდა და ბონში გადასვლა იყო დაგეგმილი
ჯეიმს აპატურაი: დიახ, ერთხელ წავედი და ვნახე რამდენი სტატია დაწერილა ნატოს სიკვდილის შესახებ და ასეთი ათასობით არის. ვფიქრობ, როდესაც გაზეთის რედაქტორმა არ იცის რა დაბეჭდოს, ის სტატიას ითხოვს ნატოს სიკვდილის შესახებ. მაგრამ ნატო თავს მშვენივრად გრძნობს და ის ფაქტი, რომ ახალ ქვეყნებს გამუდმებით სურთ მას შეუერთდნენ, ამის კარგი ნიშანია. ნატოს სამი მთავარი ამოცანა აქვს: კოლექტიური თავდაცვა, კრიზისების მოგვარება და პარტნიორობა. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება ნატო, რომ ეს გააკეთოს, რადგანაც თუ ნატო არ იარსებებს, წასასვლელი აღარსად იქნება. ჩვენ გვსურს დავამყაროთ ნდობა მსოფლიოში პარტნიორ სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან, იმისათვის, რომ ერთმანეთს არასწორად არ გავუგოთ, იმისათვის, რომ ერთად მუშაობა შევძლოთ და იმისათვის, რომ ერთად დავინახოთ მოახლოებული კრიზისი და მისი აღკვეთა მანამდე მოვახერხოთ, სანამ კონფლიქტად იქცევა.

კიდევ ბევრია გასაკეთებელი, უსაფრთხოების სტრუქტურების მხრივ; საარჩევნო რეფორმა და კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიული სისტემა; ყველასათვის თანაბარი გარემო - ეს ისაა, რასაც მოკავშირეები ძალიან ყურადღებით აკვირდებიან. რა თქმა უნდა, არჩევნები მოდის და საქართველოს მთავრობა რაც შეიძლება უმაღლეს სტანდარტებს დაგვპირდა. ასე რომ, ჩვენ ამას ველით...ჯეიმს აპატურაი
ჯეიმს აპატურაი: პრეზიდენტი სააკაშვილი ესწრებოდა 13 მთავარი წარმომადგენელი პარტნიორის შეხვედრას, რომლის მიზანიც, პირველ რიგში, მადლობის გადახდა იყო, მაგრამ ასევე ითვალისწინებდა მისიის მომავლის და ჩვენი პარტნიორობის გადახედვასაც. დაბოლოს, გაიმართა იმ 4 ქვეყნის შეხვედრა, რომლებიც ახლა ესწრაფვიან ნატოს წევრობას. ბევრმა განაცხადა, რომ ნატოს კარი ისევ ღიაა და სურთ, რომ ახლა ან მალე იხილონ ამ კარში შემოსული ქვეყნები, თუნდაც შემდეგ სამიტზე. ასე რომ, სამიტზე ძლიერი მესიჯები გავიგონე გაფართოებასთან დაკავშირებით, იმაზე ძლიერი, ვიდრე მე ან ბევრი სხვა ელოდა. და ეს საქართველოს მსგავს ქვეყნებს, პარტნიორებს, რომლებიც ნატოს წევრობისაკენ ისწრაფვიან, უნდა გაუხარდეთ. არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ წელს, მაგრამ გაფართოების ძლიერი ასპექტი ისიც არის, რომ ხალხი ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ერთ-ერთი, რაზეც, მაგალითად, ხორვატიას დიდი მუშაობა მოუწია, ის იყო, რომ ხალხისთვის უკეთესად გაეცნოთ ნატო და როდესაც ეს მოახერხეს, მხარდაჭერაც სწრაფად გაიზარდა. მაგრამ ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, საქართველოში არ არის, რაც ძალიან კარგია. ამასთანავე, როგორც აღვნიშნე, საქართველო ხელს უწყობს არა მარტო ნატოს ოპერაციებს და მისიებს, არამედ რეგიონალურ უსაფრთხოებასაც. თბილისმა იტვირთა მნიშვნელოვანი როლი - გააერთიანოს კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნები ერთმანეთთან. ეს ძალიან დასაფასებელია. ამ როლის თამაში საქართველოს ყველა სხვა დანარჩენ ქვეყანაზე უკეთესად შეუძლია, ამიტომ ჩვენ ამას მივესალმებით. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ნატოსთან მიახლოების საძირკვლის ჩაყრას და საქართველო მიუახლოვდა ნატოს.
რადიო თავისუფლება: გამოდის, რომ პრობლემა არ არის - საქართველო ხდება ნატოს წევრი?
ჯეიმს აპატურაი: მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი უსაფრთხოების სტრუქტურების მხრივ. საარჩევნო რეფორმა და კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიული სისტემა, ყველასათვის თანაბარი გარემო - ეს ისაა, რასაც მოკავშირეები ძალიან ყურადღებით აკვირდებიან. რა თქმა უნდა, არჩევნები მოდის და საქართველოს მთავრობა რაც შეიძლება უმაღლეს სტანდარტებს დაგვპირდა. ასე რომ, ჩვენ ამას ველით.
რადიო თავისუფლება: არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გაფართოება უნდა დასრულდეს, რომ ნატო არ არის მოსაცდელი დარბაზი ქვეყნებისთვის, რომელთაც მხოლოდ და მხოლოდ, ასე ვთქვათ, ”ანგარება” ამოძრავებთ.
ვფიქრობ, როდესაც გაზეთის რედაქტორმა არ იცის რა დაბეჭდოს, ის სტატიას ითხოვს ნატოს სიკვდილის შესახებ. მაგრამ ნატო თავს მშვენივრად გრძნობს და ის ფაქტი, რომ ახალ ქვეყნებს გამუდმებით სურთ მას შეუერთდნენ, ამის კარგი ნიშანია...ჯეიმს აპატურაი