2 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ლომთაძე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა კრემლის პროპაგანდაზე საქართველოში.
IDFI-მ მოამზადა პოლიტიკის დოკუმენტი - "კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა". გიორგი ლომთაძემ ილაპარაკა რუსეთის პროპაგანდის მიზნებზე, არხებსა და უკვე მიღწეულ შედეგებზე. პოლიტიკის დოკუმენტის თანაავტორი განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია კრემლის პროპაგანდის საფრთხედ განსაზღვრა შესაბამის ოფიციალურ დოკუმენტებში და სახელმწიფოს როლის გამოკვეთა რუსეთის პროპაგანდასთან ბრძოლაში. გიორგი ლომთაძემ ხაზი გაუსვა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტების გაზრდის მნიშვნელობასაც, რადგან რიგ შემთხვევაში ამა თუ იმ ორგანიზაციის გზავნილები პირდაპირ ემსახურება კრემლის პროპაგანდას და უცნობია მათი დაფინანსების წყაროები. პროპაგანდის საფრთხედ ქცევის მექანიზმის ახსნისას, "დილის საუბრების" სტუმარმა მოიტანა იმის მაგალითიც, თუ როგორ შეიძლება პროპაგანდით შემოტანილი იდეის განხორციელების სტადიამდე მიყვანა.
Your browser doesn’t support HTML5