ანალიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს საქართველოში გაძლიერდა რუსული ე.წ. ”რბილი ძალა”, რუსული პროპაგანდა, რომელიც ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში შეიძლება წარმოჩნდეს. რუსულ პროპაგანდას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს, ეს ”რბილი ძალა” განუწყვეტლივ იცვლიდა ხოლმე სახეს და ხშირად საკმაოდ ეფექტიანადაც მუშაობდა. ჩვენი სტუმარი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი ამ ძალის თავისებურებებზე საუბრობს და ცდილობს ახსნას, რა შეიძლება დაუპირისპირდეს პუტინის პროპაგანდას დღევანდელ საქართველოში.