ტექსტი და ნახატი - მთელის ორი ნაწილი
Your browser doesn’t support HTML5
ილუსტრაცია საბავშვო თუ მოზრდილთათვის განკუთვნილი წიგნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოში ამ მიმართულებით ბევრი ხელოვანი მუშაობს, ეს სფერო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაშიც ისწავლება, თუმცა, როგორც ილუსტრატორები, აკადემიის ლექტორები და წიგნების გამომცემლები ამბობენ, დღეს ილუსტრაციის ხელოვნება საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით საქართველოში.