„ჰიუმან რაიტს უოჩი“ დარწმუნებულია, რომ მუხთარლი მოიტაცეს

Your browser doesn’t support HTML5

Human Rights Watch-ი ერთ-ერთია იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მოტაცების გარემოებების სწრაფად გამოძიებას, აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან კი - მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. გიორგი გოგია, Human Rights Watch-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს პასუხი გასცეს კითხვებს, რომლებიც აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან გაუჩინარებასა და აზერბაიჯანის სამართალდამცავთა ხელში მოხვედრას უკავშირდება. გიორგი გოგიას ეჭვი არ ეპარება, რომ ჟურნალისტი მოიტაცეს და არარეალურად თვლის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ წაყენებულ ბრალდებებს.